in ,

სილესენი ინფიცირებულია: შანსი მამარდაშვილს?

საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს შესაძლოა “ვალენსიაში” თავის გამოჩენის მორიგი შანსი მიეცეს. “ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბში კოვიდაფეთქებაა. ინფიცრებული “ღამურების” 5 ფეხბურთელია და მათ შორის ნიდერლანდელი მეკარე იასპერ სილესენი.

სილესენი გუნდს ორი კვირა ვერ დაეხმარება, რაც შესაძლოა ქართველი მეკარის შანსი იყოს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სილესენი ლა ლიგის მატჩებში თამაშობდა, თასის მატჩებში კი, ხაუმე დომენეკი იდგა.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს ბორდალასი და მისცემს თუ ის გიორგის კიდევ ერთ შანსს, რომელიც “ვალენსიამ” 2021 წლის დეკემბერში გამოისყიდა და 3+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მამარდაშვილის ესპანური კლუბიდან გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

“ვალენსია” მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს თასზე “ბალეარესს” შეხვდება. 20 იანვარს კი, ლა ლიგაში “სევილიას” დაუპირისპირდება.

სილესენის გარდა “ვალენსიაში” შემდეგი ფეხბურთელები არიან ინფიცირებულნი: დენის ჩერიშევი, ვასი, ჰელდერ კოშტა და მაქსი გომესი.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 6 შეხვედრა ცაატარა, 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია: პირველი მატჩი ბათუმში შედგება

ბასილაშვილმა მარის სეტი მოუგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა