ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას მასტერსზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი თანდათან ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ამჯერად, ნიკამ ტუნისელი მალიკ ჟაზირი საკმაოდ მარტივად, ორ სეტში – 6:2; 6:2 დაამარცხა.
ბასილაშვილის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. პირველ სეტში მან თავიდანვე ორი ბრეიქი შეასრულა და 5:1-ს იგებდა. მართალია, ტუნისელმა ერთი უკუბრეიქის გაკეთება შეძლო, მაგრამ ნიკამ იქვე მესამე ბრეიქპოინტიც შემოგვთავაზა და პირველი სეტი მოიგო.
მეორე სეიტიც იგივე სცენარით განვითარდა. ბასილას სამი ბრეიქი, რომელსაც ჟაზირის მხოლოდ ერთი მოყვა და ისევ 6:2.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის მეოთხედფინალშია, სადაც მისი მეტოქე ლეგენდარული შვეიცარელი, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი იქნება.
როგორც იქნა: ბასილაშვილმა მოგების გემო გაიხსენა
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემი და იან დევიტის გზები გაიყარა
GIPHY App Key not set. Please check settings