in

ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP განახლებულ რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა და ახლა იგი მსოფლიოს მე-20 ჩოგანია – ნიკას 1916 ქულა აქვს.

ცვლილებებია რეიტინგის სათავეშიც. კიდევ ერთხელ დაკარგა პირველობა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა დანილ მედვედევმა და მას სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაასწრო. მესამე ადგილზე აღზევდა “თიხის მეფე” რაფაელ ნადალი, რომელმაც გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდერ ზვერევს გადაასწრო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ინდიან უელსის მასტერსზე იასპარეზა, სადაც მესამე წრეში ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი შემოსავლების ლიდერია

ნაპოლი კვარაცხელიას უარყოფს