საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 21-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაშია და ტიტულის დასაცავად ემზადება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშან ამავე ტურნირის ფინალში ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა, მაგრამ კარიერის მთავარი გამარჯვება ტურნირის 1/4 ფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერის წინააღმდეგ მოიპოვა.
ნიკა წელს დოჰაში მესამე ნომრად იქნება განთესილი და ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. ქართველის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუსეტისა და კვალიფიკაციის შორის გამარჯვებულს შორის გაირკვევა.
პირველ ნომრად განთესილი დენის შაპოვალოვი, მეორე კი ბაუტისტა აგუტი იქნება.
გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინასთან ერთად დოჰაში წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია.
GIPHY App Key not set. Please check settings