in

ბასილაშვილი ავსტრალიას ენდი მარისთან მატჩით იწყებს

დღეს, დილით წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეც გაირკვა.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი – ავსტრალიის ღია პირველობის ხუთგზის გამარჯვებული, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი (2016) ენდი მარი იქნება.

ბასილაშვილი და მარი გუშინ სიდნეის 250-იან ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა მეტოქე სამ სეტში დაამარცხა. ბასილაშვილი და მარი ერთმანეთს ორჯერ არიან შეხვედრილნი და ორივე მატჩი ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილს ავსტრალიის ღიაზე ექსჯერ უთამაშია და საუკეთესო შედეგი 2018 და 2019 წლებში ჰქონდა, როცა 1/16 ფინალამდე მიაღწია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთს მოერიდეთ, ეშმაკის მოგონილია: ინტერმა იუვეს სუპერთასი მოუგო

Netflix ჯოკოვიჩის ავსტრალიურ დრამაზე სერიალს იღებს