in

ბასილაშვილის იდეალური თამაში და ახლოს მორიგ ტიტულთან: ნიკა ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილის კოსმიური, იდეალური და ალბათ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში და ATP-ს ტურნირის მეშვიდე ფინალი. მიუნხენის 250-იანი მასტერსის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერს ნორვეგიელ კასპერ რუდს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:1; 6:2 დაამარცხა.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ხუთჯერ დააბრეიქა. ნიკა უკანა ხაზზე დომინირებდა, შეტევებისას კარგად ცვლიდა მიმართულებებს და რუდს “აქრობდა” კორტიდან.

შედეგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეშვიდედ გავიდა ATP-ს ტურნირის ფინალში. აქედან ბოლო 4 მოგებული ჰქონდა, მათ შორის 2 თიხნარზე.

ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება და ნიკოლოზ ბასილაშვილი იან ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზაიშვილმა კორეაში მეორე გოლი გაიტანა

რაიოლას შეგონებები და რა არის ბარსელონა: ამბები მოკლედ ფრაზებში