in ,

ყაზაიშვილმა კორეაში მეორე გოლი გაიტანა

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანში“ მორიგი გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეის k ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) მე-13 ტურში ქართველის გუნდმა „გუნჯუს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 

ვაკო ყაზაიშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები 21-ე წუთზე ავსტრიელმა ლუკაშ ჰინტერსეერმა დააწინაურა, 50-ე წუთზე კი, თავი ქართველმა გამოიჩინა. ყაზაიშვილმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, ეფექტური მოძრაობებით ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

13 ტურის შემდეგ „ულსანმა“ 25 ქულა დააგროვა და სამი ქულით ჩამორჩება „ჯეონბუკს“, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს. საქართველოს ნაკრების შემტევმა კორეულ კლუბში უკვე მე-9 მატჩი ჩაატარა და მე-2 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე გადაცემაც აქვს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს გარეშე რეალის მაისურები 70%-ით ნაკლები იყიდება, მაგრამ პრობლემა ბევრად გლობალურია

ბასილაშვილის იდეალური თამაში და ახლოს მორიგ ტიტულთან: ნიკა ფინალშია