in

ბარსა მაისურზე Rolling Stones-ის ლოგოს დაიხატავს და რეალს ისე ეთამაშება

„ბარსელონა“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჯგუფ Rolling Stones-ის ლოგოიანი ფორმით ითამაშებს.

„ბარსა“ კლასიკოს მუსიკოსებისა და ჯგუფების ლოგოებით სტრიმინგ სერვის Spotify-სთან თანამშრომლობის ფარგლებში თამაშობს. „რეალთან“ მატჩი 28-29 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

Rolling Stones-ის ლოგოს დატანება ეძღვნება ალბომ Hackneys Diamonds-ის გამოსვლას, რომელიც 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ეს ჯგუფის პირველი ალბომია 18 წლის განმავლობაში.

მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

გასულ სეზონში „ბარსელონას“ ფორმაზე რეპერ დრეიკის ლოგო იყო, ასევე ესპანელი ქალი მომღერლის როზალის ალბომ Motomami-ის სიმბოლო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორია ქართველი ფეხბურთელების შეფასებები

ევროპაზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა: A დივიზიონი და მეტი შანსი