in ,

ბაიერნმა ოთხ მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, ლაიფციგმაც მოიგო, დორტმუნდი დამარცხდა – ბუნდეს ლიგის მე-8 ტური

რეკორდმაისტერის საშინელი სერია დასრულდა! მიუნხენის “ბაიერნმა” პარასკევს “ლევერკუზენს” უმასპინძლა და ფარმაცევტის სახელით ცნობილი “ბაიერი” 4:0 გაანადგურა. ზანე, მუსიალა, მანე და მიულერი – ნაგელსმანის მანქანა ამუშავდა და პირველადგილოსან “უნიონ ბერლინთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა “ლაიფციგმა”, რომელიც “ბოხუმს” დაუხვდა და ვერნერისა და ნკუნკუს დუბლებით 4:0 გაილაღა.

კვლავ დამარცხდა “დორტმუნდის ბორუსია” და ამჯერად “კიოლნთან”.

სტუმრები ბრანდტის გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა სამი გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

პირველადგილოსანი “უნიონ ბერლინი” კი ფრანკფურტს ესტუმრა და “აინტრახტთან” 0:2 დამარცხდა, მაგრამ მაინც პირველ საფეხურზეა.

“ფრაიბურგი” 0:0 “მაინცი”

“ვოლფსბურგი” 3:2 “შტუტგარტი”

“ვერდერი” 5:1 “გლადბახი”

“ჰერტა” 1:1 “ჰოფენჰაიმი”

“შალკე” 2:3 “აუგსბურგი”.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომამ ინტერი მოურინიოს გარეშე დაამარცხა, მილანმა ბოლო დამატებულ დროში მოიგო, იუვენტუსის დამაჯერებელი გამარჯვება – სერია ა-ს მე-8 ტური

მესიმ პსჟ-ს მაისურით პირველი ჯარიმა გაიტანა და გუნდს მოაგებინა