in ,

ბაიერნმა და დორტმუნდმა მოიგეს, ლაიპციგმა და ლევერკუზენმა ვერ – I ტური

ამ ზაფხულს ბუნდესლიგამ დიდი დარტყმა მიიღო. ლევანდოვსკი და ჰოლანდი გერმანიიდან წავიდნენ, თუმცა „ბაიერნმა“ ლევა, მანეთი შეცვალა „დორტმუნდმა“ კი ალე დაიმატა, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა…

გახსნით მატჩში „აინტრახტმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და პრინციპში, დაძაბული მატჩის მოლოდნი შეიქმნა. ფრანკფურტელებმა ხომ ევროპა ლიგა მოიგეს და ხვალ „რეალს“ სუპერთასზე შეხვდებიან, თუმცა… პირველსავე ტაიმში „ბაიერნი“ 5:0 იგებდა და მატჩი საბოლოოდ 1:6 დასრულდა. მაგიური საღამო გამოუვიდა რეკორდმაისტერს. კიმიხი, მუსიალა 2, პავარი, მანე და გნაბრი… ერთადერთი ბურთი მასპინძელთაგან კი კოლო მუანის ანგარიშზეა. რაგინდა რომ ქნა, როდესაც საქმე „ბაიერნს“ ეხება?

შთამბეჭდავი პერფორმანსი გამოაცხო „ფრაიბურგმა“, რომელმაც „აუგსბურგი“ სტუმრად 4:0 გაანადგურა და სეზონი ომახიანად დაიწყო.

ოთხეულისათვის მებრძოლმა „გლადბახმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ 3:1 დააფიქსირეს. მე-19 წუთზე სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, რადგან პოშმა 4 წუთიან ინტერვალში ორი ყვითელი მიიღო, თუმცა რობერტ სკოვმა 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა კი სამი გაიტანეს და ამდენივე ქულა მოიპოვეს.

„ბოხუმისა“ და „მაინცის“ მატჩი 1:2 დასრულდა. 3:1 დასრულდა დედაქალაქური დერბი „უნიონ ბერლინსა“ და „ჰერტას“ შორის.

„ვოლფსბურგმა“ და „ვერდერმა“ 2:2 დააფიქსირეს, ხოლო დღის მთავარ მატჩში „დორტმუნდმა“ 1:0 დაამარცხა „ლევერკუზენი“. ჰოლანდის გარეშე დარჩენილმა შავ-ყვითლებმა მარკო როისის გოლით სადებიუტო სამი ქულა მოიპოვეს.

მინი სენსაცია დაფიქსირდა „შტუტგარტისა“ და „ლაიპციგის“ მატჩში – 1:1. ნკუნკუმ ანგარიში კი გახსნა, თუმცა აჰამადამ პირველსავე ტაიმში გაათანაბრა და მეტი აღარაფერი მომხდარა.

„კიოლნმა“ კი 10 კაციანი „შალკე“ 3:1 დაამარცხა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულმა წაიფორხილა, მანჩესტერი კვლავ მარცხდება და ჰოლანდის დუბლი – I ტური

ბასილაშილი მონრეალის მასტერსს გამოტოვებს