ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ბათუმის “დინამოს” საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი შუერთდა. აჭარული გუნდის ღირსებას ზურიკო დავითაშვილიც დაიცავს, რომელიც ბოლოს ტულას “არსენალის” ღირსებას იცავდა და რუსეთი დატოვა.
21 წლის ქართველი თავდამსხმელი მინიმუმ 2 თვით ბათუმელთა ღირსებას დაიცავს და კონტრაქტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. დავითაშვილმა დღეს ბათუმის “დინამოსთან” ერთად ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშა.
ზურიკო დავითაშვილმა 2021/22 წლების სეზონში ტულას “არსენალის” მაისურით 20 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
ზურიკო დავითაშვილს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩში 2 ბურთი აქვს მეტოქის კარში გატანილი და მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings