in

ახალი დროება: ნიდერლანდებში ქალებს უფლება მისცეს კაცებთან ერთად ითამაშონ

ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირმა (KNVB) ნება დართო ქალებსა და მამაკაცებს მომდევნო სეზონიდან ერთ გუნდში ითამაშონ სამოყვარულო დონეზე.

წესები შემოიღეს მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების მე-9 დივიზიონის გუნდში ტესტები გაიარეს.

აქამდე ქალებსა და მამაკაცებს უფლება ჰქონდათ ერთად ეთამაშათ ახალგაზრდულ დონეზე, მაგრამ 18 წელს მიღწევის შემდეგ გოგონები ქალთა ლიგაში უნდა გადასულიყვნენ – შერეული გუნდები არ დაიშვებოდნენ A კატეგორიის ტურნირებზე.

„ჩვენი დროისა და კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ვერ ვხედავთ მიზეზს ძველ წესებს ვუყუროთ. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას“, – თქვა ნიდერლანდების სამოყვარულო ფეხბურთის თავკაცმა იან დირკ ვან დერ ზეემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფა სუპერლიგას არ ეშვება და სამ ურჩ გუნდს ერჩის

ტოჩინოშინი საშინელ ფორმაშია: მეოთხე მარცხი მეხუთე დღეს