21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ (2023 წელს), ჩვენი ახალგაზრდული გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლა გარანტირებული აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპს არ თამაშობს.
რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით უმცროსი “ჯვაროსნები” – ბელარუსის, რუმინეთისა და ინგლისის ახალგაზრდულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამხანაგური მატჩების განრიგი და სტადიონები დღეს ოფიციალურად დაამტკიცა.
ქართველი ახალგაზრდები პირველ ამხანაგურ შეხვედრას გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” 29 მარტს ჩაატარებენ და ბელარუსის ნაკრებს გაეჯიბრებიან.
7 სექტემბერს ბუქარესტში რუმინეთს ვეწვევით.
16 ნოემბერს კი, საქართველოს 21-წლამდელები “ბათუმი არენაზე” ინგლისს უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, 2023 წლის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings