in

მაინც ნამეტანია: რა ღირს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები – ფიფამ ფასები თქვა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ბილეთის ფასი ცნობილი გახდა – ფიფამ გაყიდვაში ჩაუშვა პაკეტი, რომელიც ღირს… 48 802 ევრო. ამ თანხაში შედის ორი ბილეთი, ვახშამი ლაუნჯ-ზონაში, ადგილი პარკინგზე და ექსკლუზიური საჩუქარი.

ორგანიზატორებმა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ლაუნჯ-ზონა სტადიონის ცენტრალურ სექტორში იქნება. მაყურებელს შეთავაზებენ 4 კერძისგან შემდგარ მენიუს, რომელშიც ასევე შედის უალკოჰოლო სასმელები, უალკოჰოლო და ალკოჰოლური კოქტეილებ, შამპანური, სპირტიან სასმელებს, ღვინოსა და ლუდს. ეს მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მატჩის დაწყებამდე, შესვენებაზე და მატჩის შემდეგ.

რაც შეეხება ექსკლუზიურ საჩუქარს, ამაზე კონკრეტულად არაფერი წერია და მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება.

წინადადება მიმზიდველია, მაგრამ ერთი ნიუანსიცაა: სტადიონი, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, ჯერ არ აშენებულა. 80 ათასიანის მშენებლობა არ დასრულებულა.

ფინალური ტურნირი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურები დაუგეგმეს: ბელარუსი, რუმინეთი, ინგლისი

დინამო განადგურდა: პლეი-ოფის შანსი შემცირდა