in

ახალგაზრდულ ევროზე VAR მეოთხედფინალიდან იქნება

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს, ¼ ფინალური ეტაპიდან ამოქმედდება ვიდეორეფერის (VAR) სისტემა.

ერთი სკანდალი უკვე მოხდა. ორი ფავორიტი გუნდის, საფრანგეთისა და იტალიის შეხვედრისას, იტალიელებს გოლი წაართვეს, როდესაც ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა.

„ისტორიული სკანდალი“ და „მსაჯის უამრავი შეცდომა“, – ასე დაწერა იტალიურმა პრესამ ნიდერლანდელი ალარდ ლინდჰაუტის მსაჯობაზე მატჩში, რომელშიც საფრანგეთმა იტალია 2:1 დაამარცხა.

გოლის გარდა, იტალიელები პენალტს და ფრანგი ფეხბურთელის გაძევებასაც ითხოვდნენ.

მოკლედ, გუნდებს მოუწევთ ჯგუფური ეტაპი მოითმინონ და მერე ვიდეოს იმედი ჰქონდეთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ჩემპიონი ვერ გახდა: თოკოს ბომბარდირობა საქმეს არ ეყო

შოთა ლონდონში უკრაინისთვის საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს