კრემონაში დილით ჩავედი. სერია B-ს XII ტურის შეხვედრა ნაშუადღევს იყო ჩანიშნული. ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” შინ ივა გელაშვილის “სპეციას” მასპინძლობდა. ჟურნალისტთა ტრიბუნაზე კლუბის პრესსამსახურმა Lo sport Cremonese-ის სპეციალურად ამ შეხვედრისთვის მომზადებული ნომერი დაგვახვედრა.
მატჩის დაწყებამდე დროის გაყვანის მიზნით გაზეთის კითხვა დავიწყე. მეოთხე გვერდს მივადექი და… სათაური – “ლუკა ლოჩოშვილი, აღმოსავლეთ ევროპიდან მოსული დიდი გულის მქონე მცველი”.
მალევე კლუბის პრესსამსახურიდან ინტერვიუს ავტორი ლორენცო კოელი მომიახლოვდა.
“ჩემს გასახარებლად ლუკასთან ინტერვიუ ჩაწერეთ?” – მისალმებისთანავე მომღიმარი სახით ვკითხე. “იცი, ამ კვირაში მასთან ინტერვიუ უბრალო დამთხვევაა. შემდეგ მოვილაპარაკეთ – რადგან სალომეც მოდის თამაშზე, მის ჩამოსვლას დავამთხვიოთ-თქო”.
მისი სიტყვები სასიამოვნოდ ჟღერდა და პირველად მოხდა, რომ იტალიაში კლუბის პრესსამსახური ქართველი ჟურნალისტის მიმართ ამხელა პატივისცემას გამოხატავდა!..
ახლა კი გთავაზობთ ლუკა ლოჩოშვილთან ინტერვიუს თარგმანს, რომელიც “სპეციასთან” მატჩის წინ გაკეთდა.
“შეუვალი კლდე და მოედანზე თავდაუზოგავი. მომღიმარი და მოედანს გარეთ საჭიროებისამებრ ყოველთვის მზადყოფნაში, რომ გვერდით დაგიდგეს. ლუკა ლოჩოშვილი “კრემონეზეს” მაისურით აგერ უკვე მეორე წელს მიითვლის. “კრემონეზეს” მწვრთნელ ჯოვანი სტროპასთვის დაცვის ხაზში მთავარ ძალას წარმოადგენს…
თბილისის “დინამოში” ორჯერ მიბრუნებისა და საქრთველოს ნაკრებში შეუცვლელად თამაშის შემდეგ, მისი პროფესიული კარიერა ასევე “ჟილინასა” (სლოვაკეთი) და “ვოლფსბერგში” (აუსტრია) თამაშის გამოცდილებასაც მოიცავს.
1998 წელს დაბადებულმა ლუკამ გასულ საფეხბურთო სეზონში სერია A-ს გაუსინჯა გემო. მისი ოცნება კრემონას მთავარი კოშკის ჩრდილის ქვეშ იტალიური საფეხბურთო ელიტის კვლავ დაპყრობაა.
არც საქართველოს ნაკრები ავიწყდება, რომლის მაისურით 8 შეხვედრაში, მათ შორის, ამხანაგურსა თუ საკვალიფიკაციო შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა, ტაილანდიის კარში კი გოლის გატანაც შეძლო…
- “გრიჯოროსის” (“ნაცრისფერ-წითლები”, ანუ “კრემონეზეს” ძირითადი მაისურის ფერები – ავტ) შემადგენლობაში აგერ უკვე მეორე სეზონს ატარებ. “კრემონეზეში” თავს როგორ გრძნობ?
- მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “კრემონეზეში” ვთამაშობ. აქ ყველაფერი ძალიან მომწონს – დაწყებული გუნდით და დამთავრებული პერსონალით.
ჩემთან მიმართებაში ისინი ყოველთვის გამოირჩევიან თავაზიანობით და სითბოთი. კლუბის მეპატრონეთა მიზნები საკმაოდ ამბიციურია და ამანაც კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა ჩემს აქ ყოფნაზე.
- თანაგუნდელი, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა?
- ზოგადად ყველასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. გარდა ამისა, იტალიურად ლაპარაკს ვაუმჯობესებ და ეს კიდევ უფრო მეხმარება, რომ ყველასთან თამამად ვისაუბრო.
- და ქალაქი კრემონა? განსაკუთრებით რა მოგწონს?
- ქალაქის ისტორიულ უბანში თავისუფალი დროის გატარება ძალიან მიყვარს. ხშირად მეუღლესთან ერთად მივდივარ, თუნდაც ჭიქა ყავა რომ დავლიოთ და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ.
- თუელოდით, რომსერიაBასეთირთული იქნებოდა?
- უნდა ვაღიარო, რომ აქამდე სერია B-ს არ ვიცნობდი. გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელმა მომაწოდა ინფორმაცია, რადგან მათ სერია B-ში თამაშის გამოცდილება ჰქონდათ. ყველა შეხვედრა საკმაოდ რთულია და მეტოქეებიც ბოლომდე იბრძვიან.
ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ვართ, თუმცა მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. იმიტომ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. ამბიციების ნაკლებობას არ განვიცდით და სურვილიც დიდია, რომ გასული წლის შედეგი გავიმეოროთ და სერია A-ში დავბრუნდეთ.
- გასულწელსსერიაA-შიუწყვეტადითამაშეთ. ემოციურად როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
- მსგავსი დონის ჩემპიონატში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის გამოწვევაა. შეხვედრების დონე ძალიან მაღალია და იმისთვის, რომ ამ გარემოში ყოფნა დაიმსახურო, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. ჩემი მიზანიც ეს არის – კვლავ დავუბრუნდე ამ მაღალი დონის სათამაშო გარემოს და საერთაშორისო ტურნირებზეც შევძლო ასპარეზობა.
- საქართველოსნაკრებისშემადგენლობაშიცთანდათანწამყვანი ფეხბურთელი ხდები…
- საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა ნებისმიერი მოთმაშისთვის ოცნება და პატივია. ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.
ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი ვართ და მჯერა, მომავალში ნებისმიერი ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეები ვიქნებით. ჩემი მიზანია, საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ საერთაშორისო ტურნირებზე შევძლო ასპარეზობა.
- საქართველოსადაიტალიასშორის ცხოვრების სტილის მხრივ რაგანსხვავება აღმოაჩინე?
- ძალიან დიდი განსხვავებაა თუნდაც მენტალური თავლსაზრისით. თუმცა არის დეტალები, რომელიც ორივე ქვეყანას საერთო აქვს.
ჩვენთანაც ძალიან გახსნილი გულის ადამიანები არიან, სულ მზად არიან, რომ დაგეხმარონ. სტუმართართმოყვარეობა არც ჩვენ გვეშლება. და ასევე კერძები – იტალიური სამზარულო ისევე ძალიან მომწონს, როგორც ქართული. ხანდახან სამეგობროს ქართულ ღვინოს ვჩუქნი და ისინი ამას ძალიან აფასებენ.
- პროფესიულ დონეზე თამაშის გამოცდილება საქართველოში, სლოვაკეთსა და ავსტრიაში დაგიგროვდა. ყველაზე მეტად სასიამოვნოდ რომელი ეპიზოდი გახსენდება?
- არ არის მხოლოდ ერთი რამ, რაც სასიამოვნოდ მახსენდება. საბედნიეროდ, ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიამოვნო ეპიზოდი მომხდარა. მათ შორის, პირველი, რაც შემიძლია გავიხსენო, არის ფიფა-სგან ფეარ-ფლეის პრემიით დაჯილდოვება.
ასეთი ღირსეული პრემიის მოგება ნამდვილად დასაფასებელია. ფეხბურთში საუკეთესო ეპიზოდებად მოგებული თასები და ჩემპიონატები მიიჩნევა. ვიმედოვნებ, “კრემონეზესთან” ერთად მეც შევძლებ ამას. მესიამოვნებოდა, რომ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე.
- “კრემონეზეს” ქომაგებზე რა აზრი ჩამოგიყალიბდა?
- მათი ქომაგობა მართლა ძალიან მომწონს. პირველივე დღიდან მიმიღეს. გასულ წელს, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და არასოდეს ნებდებოდნენ.
ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს. მათ სითბოს ყოველთვის ვგრძნობ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.
- პრიმავერაში “კრემონეზეს” შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, დაჩი ლორთქიფანიძე თამაშობს. მასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- როცა აქ სათამაშოდ გადმოვედი, დაჩის არ ვიცნობდი. ამ ერთ წელიწადში უკვე დავმეგობრდით და მისი გაცნობა სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
დაჩი 18 წლისაა, თუმცა უკვე შემდგარი პიროვნებაა, ყველაფერს პროფესიულად უდგება. დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი ექნება, თუნდაც “კრემონეზეს” შემადგენლობაში, თუმცა მან ამისთვის შრომა უნდა გააგრძელოს.
თარგმნა სალომე ხარატიშვილმა
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings