2022 წელს TikTok-ზე ნახვების რაოდენობით საუკეთესო კლუბები გამოავლინეს.
ბუნებრივია, აქაც პოპულარული გუნდები მოხვდნენ. პირველ რიგში, ისევ და ისევ „რეალი“ და „ბარსა“. არ არის გასაკვირი პსჟ-ს აქ ყოფნა, სადაც სამი პოპულარული სუპერვარსკვლავი ერთად გამოდის და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ცხადია რეიტინგი ვერც ინგლისური გუნდების გარეშე ჩაივლიდა.
საუკეთესო ხუთეული ასეთია:
- „რეალი“ – 3,08 მლრდ ნახვა;
- „ბარსელონა“ – 2,92 მლრდ;
- პსჟ – 2,42 მლრდ;
- „მანჩესტერი“ – 1,90 მლრდ;
- „სიტი“ – 1,53 მლრდ;
ათეულში ასევე მოხვდნენ „იუვენტუსი“ (1,47 მლრდ), „რომა“ (984 მლრდ), „ლივერპული“ (941 მლნ), „ბაიერნი“ (927 მლნ).
GIPHY App Key not set. Please check settings