ბოლოს როდის ნახეთ ასე ლაღად მოასპარეზე საქართველოს ნაკრები? – რთული გასახსენებელია, თუმცა წარსულში ქექვაზე ხელი ავიღოთ და გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ.
5:2! – 5 გატანილი გოლი, გაცუდებული პენალტი და შესაშური სათამაშო სტილი.
ეს უკვე სხვა საქართველოა: ბულგარეთი დავშალეთ – 5:2
ეს ყველაფერი ქართული პერსპექტივიდან, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და გუშინდელ მატჩს ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი ემხსვერპლა.
„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ამის შემდეგ დარჩენის მორალური უფლება არ მაქვს. ვიმედოვნებ, ახალი მწვრთნელი სიტუაციას დაალაგებს. ბოდიში გულშემატკივარს, მათ ეს არ დაუმსახურებიათ“ – არადა მატჩის წინ 53 წლის სპეციალისტი გამარჯვების გარდა არაფერს განიხილავდა. როგორ ვერ უნდა მოვიგოთ? აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამგვარ რაღაცეებს ამბობდა თამაშამდე (გეგონება ხრისტო სტოიჩკოვი, დიმიტარ ბერბატოვი და პეტროვები ჰყოლოდა გუნდში).
ასე იცის ტრაბახმა. აქამდე ბულგარეთი ერთხელ გვყავდა დამარცხებული შორეულ 1995 წელს. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ ბულგარელებს შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით მოვუგეთ. დანარჩენ 5 მატჩში ბულგარელებმა 4 ჯერ გვაჯობეს.
GIPHY App Key not set. Please check settings