in ,

ეს უკვე სხვა საქართველოა: ბულგარეთი დავშალეთ – 5:2

საქართველოს ახალი ჰიმნი, ლოგო და ეკიპირება ძალიან მოუხდა. ჩვენები ისე ათამაშდნენ, გეგონება ევროპული გრანდი ვიყოთ. ასე თუ გააგრძელეს, ბევრი ძლიერ გუნდს აღარ მოუნდება ჩვენთან გადაყრა.

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. ერთა ლიგის მეორე ტურის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში საქართველომ ბულგარეთი მისავე მოედანზე უბრალოდ გაანადგურა – 5:2.

ბულგარეთი – საქართველო 2:5

5 ივნისი. რაზგრადი. ლუდოგორეც არენა.
გოლები: 0:1 დავითაშვილი, 4. 0:2 – ჰრისტოვი, 31. 1:2 – ილიევი, 50. 1:3 – ზივზივაძე, 52. 1:4 კვარაცხელია, 58-პენ. 1:5 ყაზაიშვილი, 69. 2:5 – სტეფანოვი, 83.

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი, 83), კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია, კვეკვესკირი, აზაროვი, აბურჯანია (გვილია, 74), კვარაცხელია (ყაზაიშვილი, 67), დავითაშვილი (მამუჩაშვილი, 74), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 67)

This image has an empty alt attribute; its file name is FUhIcFkX0AAr3rH-1024x709.jpg


ვილი სანიოლის შერჩეული შემადგენლობა, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავდებოდა გიბრალტართან დაყენებული ძირითადისგან. ერთი შეხედვით უფრო დაცვითი შემადგენლობა დადგა, თუმცა საქართველომ თამაში აქტიურად დაიწყო და თავიდანვე შეუქმნა ხიფათი მეტოქეს. დაგვიფასდა კიდეც. უკვე მე-4 წუთზე კვარაცხელიას პასით დავითაშვილმა თავით გაიტანა და ანგარიში გახსნა – 0:1.

ეს ბულგარეთს შეტევაში მეტ აქტიურობას თხოვდა, ჩვენებს კი კონტრშეტევებზე კიდევ მეტი შანსი მიეცემოდათ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველო დიდად დაცვაში არ ჩამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელები ცდილობდნენ შეტევებს, ოღონდ განსაკუთრებული მომენტების გარეშე.
საქართველო კი შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდა. მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრილი აზაროვის დარტყმა-ჩაწოდება ბულგარელ ჰრისტოვს მოხვდა, ვერც მეკარემ მოახერხა მოგერიება და 0:2.

This image has an empty alt attribute; its file name is 286265265_7454632681274992_190335988105268040_n-1024x636.jpg


მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე შეამცირეს სხვაობა. ორ მცველს (ხოჭოლავა-კაშია) შორის თავური დარტყმით ივარგა და ილიევმა ანგარიში შეამცირა – 1:2.

თითქოს ამას ნერვული და დაძაბული თამაში უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ საქართველომ მალევე აღადგინა 2-ბურთიანი ჰანდიკაპი და თამაშიც და ნერვებიც დაიწყნარა. მოედნის ცნტრში კვარაცხელიამ ბურთი არ წაიღო, აზაროვზე გაატარა, მანაც აბურჯანიას საჯარიმოში შეუგორა და აბუმ კი დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ ზივზივაძეს მიაწოდა და ბუდუსაც ახლო მანძილიდან თითქმის დაუცველ კარში ბურთის შეგდება აღარ გასჭირვებია – 1:3.

ბულგარეთმა ცხვირი ჩამოუშვა, ჩვენები კი კიდევ უკეთ ხასიათზე წუთზე დადგნენ. კვარამ თავისივე გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია და 1:4.

სანიოლიმ შეცვლებს მიმართა და როგორ გაუმართლა: ორიოდ წუთით ადრე შესულმა მიქაუტაძემ და ყაზაიშვილმა მეხუთე გოლი შექმნეს: გიორგის პასით ვაკომ ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი დაუხვედრა და 1:5.

ბულგარელებმა მეორე გოლი კუთხურიდან გაგვიტანეს. საჯარიმოში მეორე სართულზე ისევ დავთმეთ და ძელიდან ასხლეტილი ბურთი მეორე ძელთან სტეფანოვმა მარტივად შეაგდო.
90-ე წუთზე VAR-ზე ნახვის შემდეგ მეორე პენალტი მოგვცეს, მაგრამ კვეკვესკირმა ძელს მოარტყა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

და კიდევ: ბულგარეთის მწვრთნელი გადადგა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, მორალური უფლება არ მაქვს დავრჩეო.


ბულგარეთი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ კი მიიჩნეოდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოგებაც სწორედ ამ გუნდთან მოდის, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხეულში გასულ ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთს თბილისში ვაჯობეთ (2:1 – 1995 წელს).

მოკლედ, საქართველომ ერთა ლიგა დიდებულად დაიწყო. როტაციის მიუხედავად, ბევრი გოლი, თავდაჯერება, შეტევაში გადასვლა, ხელსაყრელი მომენტების სიუხვე, დაცვაში ასე თუ ისე საიმედო თამაში, მონდომება და გუნდური სულისკვეთება და ეს ჯამურად იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას. თუმცა ჯერ მხოლოდ გზის ნახევარია გავლილი, თანაც ჯგუფის მთავარ მეტოქესთან ახლა გვიწევს შეხვედრა – 9 ივნისს ჩრდ მაკედონიასთან გვაქვს რევანში ასაღები. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. იმედი ვიქონიოთ, რომ 9-ში კიდევ უკეთ გვექნება საქმე.

This image has an empty alt attribute; its file name is 280479793_433720758585813_9025231206373537748_n-995x1024.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ვაკოს გოლი და 5:1

გურამ კაშია: მსიამოვნებს ამ ნაკრებში თამაში