in

არ უნდა გავიქცეთ დინამოდან, ჭკვიანური ნაბიჯი უნდა გადავდგათ… გელაშვილზეც დამიკავშდირდნენ… გვინდა ნიკა გაგნიძისთვისაც კარგი გუნდი ვიპოვოთ…

საფეხბურთო მენეჯერი ლაშა ოდილაძემ “ლელოსთან” ინტერვიუში ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლაზე, ჩვენი მოთამაშეებისადმი უცხოური კლუბების დაინტერესებასა და სხვა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ…

ჯერ დავიწყოთ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თამაშით. საინტერესო თქვენი აზრი – როგორ შეაფასებთ ჩვენს ნაკრებს?

მენეჯერი ვარ და ტაქტიკას ან სხვა წმინდა სათამაშო დეტალებს არ შევეხები. მაგრამ, ჩემი აზრით, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის წარმატებული იყო. ნახევარფინალში გასვლაც შეგვეძლო, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლაც წარმატება იყო, რასაც ვულოცავ მოთამაშეებს. ვისურვებ, რომ მომავალში მეტს მივაღწიოთ.

საუკეთესო იქნებოდა, კვარაცხელიას და მიქაუტაძესაც ეთამაშათ. ყველას გაგვახარებდნენ და უფრო უკეთეს შედეგსაც მივაღწევდით. ჩემი აზრით, მათი დახმარებით ისრაელს მოვუგებდით.

თქვენ თანამშრომლობთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” მცველ ალექსანდრე კალანდაძესთან. თუ აქვს მას კონკრეტული შეთავაზებები?

მან ეს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ საქმეს ასე მიუდგა და ბიჭებთან ერთად, მთელი საქართველო გაგვახარა. რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ მისით დაინტერესებული გუნდები. იმედი მაქვს, სანდროს იმ გუნდს მოვუნახავთ, სადაც ის კიდევ უფრო განვითარდება.

კალანდაძის გარდა, საუკეთესოდ ითამაშეს ჩვენმა მცველებმაც – საზონოვმა, გელაშვილმა, ხვადაგიანმა, ფლანგებზე – გოჩოლეიშვილმა და აზაროვმა. ყველას დიდი მადლობა გულიანი და თავდადებული თამაშისთვის. შემტევებშიც საინტერესო მოთამაშეები გვყავს. მათ მსოფლიოს აჩვენეს, რომ საქართველოში არიან ბიჭები, რომელთაც ტოპლიგებში თამაში შეუძლიათ.

“90 წუთის” ინფორმაციით, კალანდაძით დაინტერესდა “ტრაბზონსფორი”, რომლის მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა ევრო 2023-ს თვალს ადევნებდა და ჩვენი მცველით იმდენად მოიხიბლა, საფეხბურთო თვისებებით ალესანდრო ნესტას შეადარა. როგორც ითქვა, უახლოეს პერიოდში, “ტრაბზონსფორი” თბილისის “დინამოს” აუცილებლად დაეკონტაქტება – თქვენი კომენტარი ამ ინფორმაციაზე?

ვიცი “ტრაბზონსფორის” დაინტერესებაზე. მაგრამ მე გეტყვით, კონკრეტულად ვინც დაინტერესდა – სანდროს ორი უნგრული კლუბი სთავაზობს კონტრაქტს, მაგრამ მისმა ფასმა საგრძნობლად აიწია და უნგრულ კლუბებსაც არ აქვთ საშუალება, ეს თანხა გადაიხადონ. ყველაზე საინტერესო წინადადება შვეიცარიიდან არის.

იმედია, სანდრო “დინამოში” მეტს ითამაშებს, ახლა ჩემპიონთა ლიგაში უწევს გამოსვლა… მოკლედ, მუშაობა მიდის. ჩვენი სურვილია, ტრანსფერით “დინამოც” კმაყოფილი დარჩეს და სანდროც. კლუბები დაინტერესებულები არიან, მაგრამ ჩვენ “დინამოდან” არ უნდა გავიქცევით. მთავარია, ჭკვიანური ნაბიჯი გადავდგათ.

ევრო 2023-ის შემდეგ როგორია სამენეჯერო წრეების შეხედულებები ქართველ მოთამაშეებზე?

ინტერესი იყო და კიდევ უფრო გაიზრდება. ამის ნიშნები აშკარად ჩანდა ჯერ კიდევ ევრო 2023-მდე. მაგალითად, კვარაცხელიას გაკვალულ გზაზე “ფროზინონეში” კვერნაძე გადავიდა და წარმატებას ვუსურვებ ამ ნიჭიერ ბიჭს. იმედია, ის იტალიაში გზას კიდევ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გაუხსნის.

საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ძალიან მომატებული ასევე “საბურთალოს” მცველ ივა გელაშვილს. მასზე დამიკავშირდნენ და იმედია, ისიც ძლიერ გუნდში მოხვდება. სხვათა შორის, ძალიან მომეწონა “დილას” კაპიტანი ნიკა გაგნიძე.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჯერ ტრავმამ შეუშალა ხელი, მერე თურქულ გუნდში არ ათამაშებდნენ… საერთოდ, ნიკას სტილის მოთამაშეები მიყვარს, შრომისმოყვარე ბიჭია და ბევრს დარბის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, წესიერი ადამიანია. მის მენეჯერ ირაკლი ლილუაშვილთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ვცდილობთ, ნიკასთვის ევროპაში კარგი გუნდი ვიპოვოთ.

კვიპროსში მოთამაშე ქართველების მომავალზე რაიმე სიახლე ხომ არაა?

გიორგი ქვილითაიას მიმართ ინტერესი არის რამდენიმე გუნდიდან, მათ შორის, კორეული და თავად კვიპროსული კლუბიდანაც. კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი და საჩქარო არაფერია.

იმავეს ვიტყვი ლაშა დვალზე, რადგან კარგი სეზონის შემდეგ მისი წაყვანის მსურველების რაოდენობა გაიზარდა. ახლა აპოელ-ში კონფერენსლიგისთვის ემზადებიან და წარმატებებს ვუსურვებ.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოში ევროპა ინგლისი გახდა

ბაიერნი ფიქრობს: დატოვოს როგორც არის თუ მომავალზე იფიქროს და მამარდაშვილი აიყვანოს