in

არ ველოდი, მაგრამ წინ უფრო დიდი რამ გველოდება: სანდრო ბაზაძემ ბრინჯაო აიღო

თბილისში ხმლით მოფარიკავე ვაჟთა მსოფლიოს თასის პირადი პირველობა დასრულდა, რომელშიც საუკეთესო მოხმალავეები მონაწილეობდნენ.

ასპარეზობის მეორე დღეს, 1/32 ფინალიდან ბრძოლაში ჩაებნენ ძმები – სანდრო და ბექა ბაზაძეები. ბექა, რომელმაც ჯგუფში ექვსივე მეტოქეს აჯობა, პლეი ოფის სტარტზევე გამოეთიშა ტურნირს, ის ამერიკელ ლევ ბენ აბრამთან დამარცხდა – 11:15.

სანდრომ პირველ სამ წრეში ზედიზედ და იოლად ჩამოიშორა ჰონკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი (15:3), კორეელები ჯუნგჰვან კიმი (15:6) და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული კუ ბონ-გილი (15:8).

¼ ფინალში საუკეთესი ქართველმა მოხმალავემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სებასტიან პატრისი (საფრანგეთი) დაამარცხა – 15:13.
ნახევარფინალში კი სამწუხაროდ დამარცხდა ირანელ ალი პაკდამანთან (13:15), რომელიც აზიური თამაშების 2-2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, აზიის ჩემპიონი და შვიდგზის ვიცე ჩემპიონია.

პირველ ადგილზე გავიდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილადი (უნგრეთი).

სანდრო ბაზაძე:
„წაგებას არ ველოდი, მაგრამ ასეც ხდება. მცირე ტრავმა მაწუხებდა და სასურველ ფორმაში არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ეს ნორმალური შედეგია, რადგან ოლიმპიურ ლიცენზიას მივუახლოვდი, მთავარი მიზანი სწორედ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.
დიდი მადლობა გულშემატკივრებს. კარგი იქნებოდა მომეგო და, მაგრამ მათ უფრო დიდ სიურპრიზს ვუმზადებ“.

11 თებერვალს ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება. პირველობისთვის 22 გუნდი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ჰონკონგის ნაკრებთან ჩაატარებს.

თბილისის მსოფლიო თასზე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და ტურნირზე, სანდრო ბაზაძის გარდა, კიდევ თხუთმეტი ქართველი მოფარიკავე ასპარეზობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 12 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება სარაგოსაში

ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა, უოტფორდი ლიდერთან დამარცხდა