in

არის კონტაქტი და მოსალოდნელია კონტრაქტი: ლივერპულმა ნაპოლის კვარაზე მიმართა

ნეაპოლში გუნდის მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების გამო დიდი ზარ-ზეიმია და დავიდ ნერესი ლამის გმირად გამოაცხადონ. თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე ფლორენციული მატჩის წინ ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს თამაში უფრო გაუადვილდებოდათ, ვინაიდან სხვების მსგავსად „ფიორენტინა“ დაცვაში არ იკეტება და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. ასეა თუ ისე, „ნაპოლის“ და ნერესის წარმატებული ასპარეზობა ფაქტია და დაკნინება დაუშვებელია.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ და მატეო პოლიტანომ ტრავმები მოირჩინეს, ვარჯიშს დღეიდან დაიწყებენ, 12 იანვარს „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისთვის მწყობრში იქნებიან, მაგრამ შეიძლება კონტემ ისინი ძირითად
შემადგენლობაში არ დააყენოს.

ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს, რომ კვარაცხელია ნავსაყუდელს უეჭველი გამოიცვლის, საკითხავი ისაა, ეს იანვარში მოხდება, თუ ივნისის შემდეგ. ალბათ, ტრანსფერს უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. აქ ერთი ფაქტორიცაა – „ნაპოლის“ სერია A-ში შემდგომში რთული დაპირისპირებები ელის, არაა გამორიცხული სიტუაცია შეიცვალოს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

Areanapoli-ს მტკიცებით, ქართველის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ფეხბურთელს ახალი გამოცდილების და გაცილებით მაღალი ხელფასის მიღება უნდა. გამოცემა ინგლისურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს, რომელიც „კვარას“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს (ეგვიპტელი თავისუფალი აგენტი გახდება) და პირველი ნაბიჯიც გადადგეს: კვარაცხელიაში 50 მილიონი პლუს ფედერიკო კიეზა შესთავაზეს. განიხილება იანვარში იჯარა ან ზაფხულში სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტი, რომელმაც საერთო ჯამში 70 მილიონი უნდა შეადგინოს. კიეზას იტალიაში დაბრუნება, თანამემამულის თავის გუნდში აყვანა კი კონტეს უნდა, რომელიც მისი პროტეჟეა. აღნიშნულია, რომ მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ხვიჩას, „ნაპოლიმ“ წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ პასუხი არ გაუცია.

TeamTalk-ის ჟურნალისტი რუდი გალეტი „ლივერპულზე“ ინფორმაციას ადასტურებს და იტყობინება, რომ კვარაცხელიას სამსახურით „მანჩესტერიცაა“ დაინტერესებული, რათა მან მარკუს რეშფორდი შეცვალოს, „ნაპოლის“ ამ საკითხზე ესაუბრენ, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ ხვიჩას ჯერ „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი არ გაუგრძელებია, რაც მნიშვნელოვანია, ხოლო „იუნაიტედს“ გაძლიერება ახლავე სჭირდება.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანი იმპორტამ Campania Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვიდან 180 მილიონის მიღებას იმედოვნებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ისე, როგორი დიდებული იქნება: “ლივერპულის” კარში გიორგი მამარდაშვილი, შეტევაში კი – ხვიჩა კვარაცხელია!

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 9 ქულა და 11 მოხსნა იუტასთან წაგებულ მატჩში

ვიდეო: ორლანდომ ნიუ იორკი მედისონ სკვერ გარდენში დაამარცხა – როგორ ითამაშა გოგამ