ერლინგ ჰოლანდმა სეზონში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა. საუბარია პრემიერლიგის ფეხბურთელებზე.
22 წლის ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალურ მატჩში „ბაიერნს“ გაუტანა (3:0).
მან გოლების რაოდენობა ყველა ტურნირზე 45-მდე გაზარდა, რაც პრემიერლიგელი ფეხბურთელებისთვის რეკორდია.
ჰოლანდმა 30 გოლი გაიტანა პრემიერლიგის 27 მატჩში, 11 გოლი ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში, 1 გოლი ინგლისის ლიგის თასის 2 თამაშში და 3 გოლი ინგლისის თასის 2 მატჩში.
45 გოლი ერლინგმა 39 მატჩში გაიტანა.
11 გოლით ჰოლანდი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია და მისი დამწევი აღარავინაა, რადგან 8-გოლიანი სალაჰი და 7-გოლიანი მბაპე უკვე გავარდნენ. 7 გოლი აქვს „ბენფიკას“ გონსალო რამუშსაც, მაგრამ მალე ისიც გავარდება.
ისე კი ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის 26 მატჩში 34 გოლი გაიტანა და გერდ მიულერს დაეწია (34 გოლი 35 მატჩში). ლიგის ბომბარდირი კი კრიშტიანოა – 140 გოლი 183 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings