წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამომ” პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზედიზედ 12 მარცხის შემდეგ, დეიან სტანოევიჩის გუნდმა საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში სპლიტის “იადრანს” უმასპინძლა და 12:11 დაამარცხა.
მატჩი თავიდან ბოლომდე ქულა-ქულაში მიდიოდა და ყველაფერი ბოლო წამებზე ანდრია ბითაძის გასროლამ გადაწყვიტა, რომლის გოლიც გადამწყვეტი გამოდგა და თბილის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.
“დინამოს” რიგებში საოცარი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტანს რევაზ იმნაიშვილს, რომელმაც ხორვატთა კარი სამჯერ აიღო. იმნაიშვილი დღევანდელი მატჩის საუკეთესო წყალბურთელად დასახელდა.
“დინამოს” რიგებში გოლები შემდეგმა წყალბურთელებმა გაიტანეს: დუშან ვასიჩი (2), იოავან სარიჩი (3), ანდრია ბითაძე (2), მარკო ელაჩა (1), რევაზ იმნაიშვილი (3), არტიომ დიხტიარენკო (1).
ამ გამარჯვებით თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგაზე 14-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა (2 წინა სეზონში, 12 მიმდინარე სეზონში).
ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მესამე სეზონია ასპარეზობს და ამ ტურნირზე ეს მისი მეოთხე გამარჯვებაა. “დინამომ” ერთხე; ფრანგული “მარსელი” და სამჯერ “იადრანი” დაამარცხა.
თბილისის “დინამო” ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯგუფს ასეც დაასრულებს.
ბოლო შეხვედრას დეიან სტანოევიჩის გუნდი პირეოსის “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings