in

ანდრია ბითაძე: როტერდამში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ და მატჩები ჩაგვივარდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თებერვალში ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა, რომელიც ამ ტურნირზე პირველად იღებდა მონაწილეობას, რამდენიმე დღის წინ, კი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და სამწუხაროდ ყველა მატჩში უშანსოდ დამარცხდა.

აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ Sport4me.ge საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ცენტრალურ თავდამსხმელს ანდრია ბითაძეს ესაუბრა.

– ეს ჩვენთვის ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. დიდი ენერგია, ფსიგოლიგიური მდგრადობა ჩავდეთ ამ ტურნირზე თითოეულ მატჩში. 7 დღეში 7 ურთულესი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. მეოთხედფინალში უძლიერეს ხორვატიას დავუპირისპირდით და არ წავაგეთ.

ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტურნირი ჩაგვივარდა. როტერდამში ძალიან გადავიღალეთ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. თან ორი მოთამაშე გვაკლდა ვატო დადვანისა და იოვან სარიჩის სახით. კიდევ გვაქვს სათამაშო. აპრილში “იადრანს” და “ვასპოს” ისევ ვეთამაშებით და გამარჯვების შემთხვევაში გვაქვს შანსი 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი გვყავს დეიან სტანოიევიჩის სახით და ქართულ წყალბურთს დიდი მომავალი აქვს.

ფოტო: დინამო თბილისი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალის ფეხბურთელები ხორცის ჭამას მოუკლებენ: კლუბის პარტნიორი ვეგანური ხორცის მწარმოებელი გახდა

ფოტო: სოსიედადს ფინალში სპეციალური ფორმა ეცმევა