in

ამერიკელებს საგზურებს ავტომატურად არ მისცემენ, მაროკოს ფინალი თავისთან უნდა: ვის რამდენ სტადიონს აძლევენ

არგენტინა, ურუგვაი და პარაგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავტიმატურად არ მიიღებენ ადგილებს.

შეგახსენებთ, ფიფამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 2030 წლის მუნდიალს 6 ქვეყანაში ჩაატარებს, მათ შორის ხსენებულ სამ ქვეყანაში და მთავარი სამეული კი ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ პირველი სამი მატჩი გაიმართება და არგენტინა, ურუგვაი და პარაგვაი პირველ შეხვედრებს შინ ითამაშებენ. ოღონდ ჯერ საკვალიფიკაციო უნდა გაიარონ.

ფიფამ ყველა დააკმაყოფილა: მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე

ამასთან, ცნობილი გახდა როგორ გადანაწილდება მატჩები.

ესპანეთში ტურნირს 11 სტადიონი უმასპინძლებს, პორტუგალიაში – 3, მაროკოში – 1. თუმცა მაროკოლებს მეტი სურთ.

ესპანეთიდან ზუსტად შეიძლება თქმა, რომ თამაშები გაიმართება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და „მეტროპოლიტანოზე“ მადრიდში“, „კამპ ნოუზე“ ბარსელონაში და „ლა კარტუხაზე“ სევილიაში.

მაროკოს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მიღება სურს.

აფრიკულმა ქვეყანამ 6 კანდიდატი-ქალაქი წარადგინა (აგადირი, მარაკეში, კასაბლანკა, რაბატი, ტანჟერი და ფესი) და ფინალი კი კასაბლანკაში უნდა. თუ ფინალი არ გამოვიდა, სურს, რომ ერთი ნახევარფინალი მაინც მისცენ.

ისე, ფინალის მასპინძლობსი მთავარ ფავორიტად მადრიდი უკვე დასახელდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი მანჩესტერი თავშია, მეორე მანჩესტერი… ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები

მესი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს: როგორ?