in

ფიფამ ყველა დააკმაყოფილა: მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე

2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 6 ქვეყანაში გაიმართება, თანაც სამ კონტინენტზე. ასე გადაწყვიტა ფიფამ. მოკლედ, ვინც განაცხადი შეიტანა, ყველა უმასპინძლებს მუნდიალს, თუმცა არა თანაბრად.

ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან.

გახსნის მატჩი ურუგვაიში ჩატარდება და ბუნებრვია ადგილობრივი ნაკრები ითამაშებს. იგივე ეხება არგენტინისა და პარაგვაის პირველ შეხვედრებს ჯგუფში – ისინიც შინ ითამაშებენ.

კონმებოლის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა ტვიტერზე დაწერა: „ჩვენ გვჯეროდა. მსოფლიო ჩემოპიონატი დაიწყება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩებს უმასპინძლებენ“.

სამხრეთ ამერიკული ქვეყნები 2030 მუნდიალის სასტარტო მატჩებს პირველი მუნდიალის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად უმასპინძლებენ. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა.

ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მუნდიალი ერთდროულად გაიმართება სამ კონტინენტზე. ექვსივე მასპინძელ ქვეყანას გათამაშების საგზური ავტომატურად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ექნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი კარგის გაკეთება უნდათ, მაგრამ მატჩის დროს ერთიანობას კარგავენ: რას აპირებს ვილი სანიოლი

ფიფამ U17 რუსები დაუშვა: ოღონდ – რუსეთი არ უნდა თქვან