in

ამან ისევ დუბლი შეასრულა: მესი უკვე არის ინტერის ბომბარდირი

„ინტერ მაიამიმ“ სტუმრად „დალასს“ აჯობა ლიგის თასის 1/8 ფინალში – 4:4, პენალტებით 5:3.

ლეო მესის ანგარიშზე კვლავ დუბლია და პლუს ერთი პენალტი სერიაში.
ძირითადში იყვნენ სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბაც. ალბას ანგარიშზე ორი ასისტია, ბუსკეტსმა მატჩისშემდგომი 11-მეტრიანი შეაგდო.

ლიგის თასი (Leagues Cup) საკლუბო ტურნირია, რომელშიც აშშ-სა და მექსიკის კლუბები თამაშობენ. პირველი სამი გუნდი ავტომატურად გადადის კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც შეეხება მესის, მან ახალი გუნდის რიგებში 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.
ლეო ჯერჯერობით ყველა შეხვედრაში იტანს.

მეტიც, მესი უკვე გახდა „ინტერის“ საუკეთესო ბომბარდირი 2023 წელს თავისი 7 გოლით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამაზე კარგი რა უნდა იყოს: სიტიმ სუპერთასი ისევ წააგო, არსენალმა 90+11-ზე გაათანაბრა – ვიდეო

გერმანელი და გერმანიაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს