„ნაპოლიში“ ჯერჯერობით საქმე ვერ სწორდება, „იუვენტუსთან“ წაგების შემდეგ არსებულ უკმაყოფილებას კიდევ დაემატა მორიგი წვეთები და ამაში განტევების ვაცად კვარაცხელია გამოჰყავთ. ხვიჩას მიერ გაფუჭევბული ხელსაყრელი მომენტი მთავარ ამბად იქცა და ახლა ხელს ჩვენიანისკენ იშვერენ. პრესა კრიტიკას არ ნანობს ქართველის მისამართით.
რატომ ვეღარ თამაშობს კვარა: როგორ აფასებენ ხვიჩას თამაშს
La Gazzetta dello Sport:
„ნაპოლის” კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინგი გაუჩინარდა, შესანიშნავი შანსი გაანიავა“.
Tuttonapoli:
„მოულოდნელი შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა საჩუქარი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კვარაფხელიას გაფუჭებული მომენტის გამო, „ნაპოლიმ“ მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა“.
Football Italia:
„გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა“.
Sportmediaset:
„ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა“.
Eurosport
„შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა“.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლელებს ლუზერები უწოდა.
ის ბოლო მატჩებში წაგებებით შეშფოთებულია. წინ კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელი შეხვედრაა, 13 დეკემბერს შინ „ბრაგასთან“. „ნაპოლი“ ხელსაყრელ ვითარებაშია, წაგება კი აწყობს, ოღონდ ერთ ბურთზე მეტი სხვაობით არ უნდა წააგოს. დე ლაურენტისი ბაზაზე გუნდს შეხვდა და ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ფეხბურთელებს პრემიებს დაჰპირდა.
ამასობაში „ნაპოლის“ პრეზიდენტი „იუვენტუსთან“ მარცხის შემდეგ აღიარა, რომ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გაშვება შეცდომა იყო და რომ ამას ნანობს.
GIPHY App Key not set. Please check settings