in

ბუდუ ძირითადში დააყენეს, ქოჩორაშვილი ათ წუთში დაშავდა, ჩაკვე დაბრუნდა, მიქაუტაძე სკამზე დარჩა – ლეგიონერები

დიდი ხნის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „ჰანოვერის“ წინააღმდეგ, რომელში ქართველის გუნდმა გამარჯვება ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან – 2:2.
მე-16 ტურში „კარლსრუე“ „ჰანოვერს“ ესტუმრა. ოირველი გოლი ჩვენიანის აქტიურობას მოჰყვა. ბუდუმ ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ბურთს მიმართულება შეუცვალა, რომელიც მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ზივზივაძეს მომენტი მეორე ტაიმშიც ჰქონდა, მაგრამ დარტყმას მცველი გადაეფარა. 53
61-ე წუთზე ბუდუმ კიდევ ერთხელ სცადა გატანა, ბურთი კარს ააცილა. 64-ე წუთზე კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირდა.
76-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი შეცვალეს.
ბუდუს შეფასებაა 6.8.

ბოსნიაში თავი გამოიჩინა გიორგი გულიაშვილმა. „ველეჟს“ სტუმრად „ჟელეზნიჩართან“ გამარჯვება სწორედ ქართველის გოლმა მოუტანა – 1:0. 66-ე წუთზე, გულიაშვილმა თანაგუნდელისგან დაიბრუნა ბურთი და მახვილი კუთხიდან შორეულ ძელთან შეაგორა. გულიაშვილი 87-ე წუთზე გაიყვანეს.
ეს მისი მე-5 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. გიორგიმ მან ბოლო ოთხ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.

უკრაინის პირველობაზე „შახტარმა“ 2:0 მოუგო „ვერესს“. გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშეს.

გიორგი ქოჩორაშვილისთვის ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩი უიღბლო გამოდგა (0:0). „ლევანტეს“ ქართველ ლეგიონერს მოედანის დატოვება ტრავმის გამო მოუხდა.
ჩვენიანმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო, მაგრამ უკვე მე-10 წუთზე, დრიბლინგის დროს გაჩერდაა და ანიშნა, რომ შეცვლა სჭირდებოდა.

გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის და ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, „უოტფორდი“ კი ერთ-ერთ ლიდერს, „საუთჰემპტონს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ჩაკვეტაძე მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. „უოტფორდმა“ თამაში 90+6-ე წუთზე გადაარჩინა. ქართველის გუნდი 20 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-10 ადგილზეა.

ბრატისლავის „სლოვანი“ მე-17 ტურში „პოდბრეზოვას“ ესტუმრა და 6:0 გაანადგურა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ (ყვითელი ბარათი მიიღო) შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ საკმაოდ მაღალი შეფასება 7.8 ქულა დაიმსახურა.

სამწუხაროდ, არ უთამაშია გიორგი მიქაუტაძეს. ერედივიზიონის მე-15 ტურის შეხვედრაში „აიქსმა“ შინ როტერდამის „სპარტა“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში იყო, მაგრამ მოადანზე არ შესულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვეკუთვნის და შეგვიძლია: შავი ლომი სადებიუტო მატჩში დამარცხდა, მაგრამ აჩვენა, რომ მზად არის

ამაზე ცუდად ვერ ითამაშებდა: ნაპოლის წარუმატებლობა ხვიჩას ბრალდება – პრეზიდენტი პრემიებს ჰპირდება