in

რატომ ვეღარ თამაშობს კვარა: როგორ აფასებენ ხვიჩას თამაშს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში სტუმრად „იუვენტუსთან“ 0:1 წააგო და 12 ქულით ჩამორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის შენარჩუნება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ამ „ნაპოლის“ ამის შანსი ისედაც არ ჰქონდა, მაგრამ სხვაობა მაინც თავისას შვრება.

ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგზეც იყო და ცენტრიდანაც უტევდა. ტრადიციულად მონდომებული იყო, ერთი-ორჯერ მოხდენილად გასცდა მეურვეებს, თუმცა ბევრიც არ გააბედინეს, რადგან როდესაც ქართველი ბურთს მიიღებდა, მის წინ რამდენიმე ტურინელი ჩნდებოდა. ეს უფრო მეორე ტაიმში.

აი პირველ ნახევარში კი, 28-ე წუთზე, საუკეთესო შანსი მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ძალიან მაღლა დაარტყა.

კვარაცხელიამ მაგარი მომენტი გააფუჭა და ნაპოლიმ იუვესთანაც წააგო

ხვიჩას თამაში იტალიაში განხილვის თემაა.

გამოცემა Tuttomercato-მა კვარაცხელიას მხოლოდ 5 ქულა დაუწერა, რაც „ნაპოლიში“ ყველაზე დაბალი შეფასება აღმოჩნდა. „მეტოქეები მის შეჩერებას ახერხებდნენ და ნერვიულობდა. პირველ ტაიმში რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. იმედგაცრუებას ყვითელი ბარათიც დაემატა“, – მიაწერეს კომენტარი.

5-იანი დაუწერა ხვიჩას iamnaples-მაც.

ცხადია, მატჩის შემდეგ კომენატრის გაკეთება მოუწია მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაძარისაც:
„ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში „იუვენტუსი“ საკუთარ საჯარიმოში მოქმედებდა. თუ ასე გავაგრძელებთ, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას შევძლებთ. მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვიმართლებს.. თუმცა ვაღიარებ, რომ გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო გვაქვს.

რატომ ვეღარ თამაშობს ძველებურად კვარაცხელია? ტიტულის მოგების შემდეგ, მეტოქეები შენი საუკეთესო მოთამაშეების თამაშს სწავლობენ. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, დაცვის მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ეს კი კვარას თამაშზე გავლენას ახდენს. მას ფლანგზე არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც თუნდაც ერთ მეტოქეს მაინც მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს. ძანოლის მოედანზე შესვლის შემდეგ, ხვიჩა თავს უკეთესად გრძნობდა“, – განაცხადა მაძარიმ.

მატჩის შესახებ აზრი გამოთქვა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ:
„ნაპოლი“ საუკეთესო ფეხბურთელებმა დააღალატეს, არ მესმის, როგორ ვერ შეძლო მეკარესთან პირისპირ მყოფმა კვარაცხელიამ გოლის გატანა? ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე სუსტად ჩაატარა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ მაგარი მომენტი გააფუჭა და ნაპოლიმ იუვესთანაც წააგო

აი ეს არის მოგზაურობა, მაგრამ ჯერ არ დაგვიმთავრებია: რონალდომ 1200 მატჩი ითამაშა – ვინ არის მასზე წინ