NBA-ს ვარსკვლავმა აიზეა ტომასმა, რომელსაც ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში 2-ჯერ უთამაშია, შესაძლოა, კარიერა თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ბერძენი ინსაიდერი გეორგი კოგალიდისი წერს, 32 წლის კალათბურთელთან, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
რუსულმა გრანდმა ახალი უკანახაზელის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელა კიდევ ერთ ამერიკელ მაიკ ჯეიმსს. მოსკოველების უმთავრესი სამიზნე კანადის ნაკრების 28 წლის გამთამაშებელი კევინ პანგოსი იყო, თუმცა, მან კარიერის გაგრძელება “კლივლენდ კავალიერსში” გადაწყვიტა და ცსკა-ც ტომასზე გადაერთო.
ტომასს საკრამენტოს, ფენიქსის, ბოსტონის, კლივლენდის, ლეიკერსის, დენვერისა და ვაშინგტონის მაისურით უთამაშია, კარიერის განმავლობაში NBA-ში 528 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 18.1 ქულა, 2.4 პასი და 4.9 პასია. აიზეას საოცარი სეზონი ჰქონდა 2016-17 წლებში, როდესაც სელტიქსის რიგებში საშუალოდ 28.9 ქულას აგდებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings