in

აიაქსმა ისევ წააგო და გასავარდნ ზონაშია: მიქაუტაძე თითქმის არ ათამაშეს

ამსტერდამის „აიაქსის“ დაღმასვლა გრძელდება. გაუგებრობაში მყოფმა გრანდმა დღეს აუტსაიდერ „უტრეხთან“ 3:4 წააგო და გასავარდნ ზონაში დაეშვა. ახლა „აიაქსს“ 7 თამაშში 5 ქულა აქვს (1 მოგება, 4 წაგება) და ბოლოსწინა ადგილზეა. ერთადერთი ის რჩება ნუგეშად, რომ მეტოქეებს მეტო მატჩები აქვთ ჩატარებული, თუმცა „აიაქსისთვის“ და მისი ქომაგებისთვის ეს რა შვებაა. ეს რომ შვება და მისაღები არ არის, დღევანდელ შეხვედრაშიც დამტკიცდა.

67-ე წუთზე სტადიონის დიქტორმა გულშემატკივრები გააფრთხილა და მოუწოდა, მოედანზე არაფერი გადაეგდოთ. იმ დროისთის „აიაქსი“ 3:2-ის იგებდა. 3-4 წუთში დიქტორი იძულებული გახდა, არბიტრის მოთხოვნით, გაემეორებინა მოწოდება. ამ დროს ანგარიში უკვე 3:3 იყო. საბოლოოდ, 88-ე წუთზე მსაჯმა მაყურებლის მხრიდან აგრესიის გამო (მოედანზე სხვადასხვა საგნები ისროლეს) თამაში შეწყვიტა.

წელს „აიაქსის“ თამაში მესამედ შეჩერდა. 7 წუთში მატჩი განახლდა და „უტრეხტი“ 90+1-ე წუთზე დაწინაურდა. ბოთლების სროლა ფანებმა ისევ განაახლეს, რის გამოც კიდევ ერთხელ მოუწიათ შეჩერება.

განახლების შემდეგ, დამატებულ წუთებზე თამაშში გიორგი მიქაუტაძეც ჩაერთო. სულ ეს იყო. რა უნდა მოესწრო?!

მომდევნო მატჩს „აიაქსი“ 29 ოქტომბერს, სტუმრად ლიდერ პსვ-სთან ითამაშებს დ ალბათ ამასაც წააგებს, თუმცა მანამდე 26 ოქტომბერს ევროპის ლიგაზე „ბრაიტონს“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთავარია ეგ ისარი მე არ მომხვდა: როგორ შეაფასეს ხვიჩა

ლობჟანიძის მორიგი ასისტი, ატლანტა 1/8 ფინალშია