გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის „აიაქსში“ საქმე რომ ვერ აეწყო, ძველი ამბავია. სამაგიეროდ, „მეცში“ დაბრუნებულის საქმეები მშვენივრად მიდის, გიორგი ისევ ათამაშდა და ხასიათზეც მოვიდა, რაც განსაკუთრებულად მის ბოლო პერიოდზე ითქმის.
თუმცა, ფეხბურთელი „აიაქსის“ საკუთრებაა და სწორედ ნიდერლანდურ გუნდზეა გადაწყვეტილება. მიუხედავად კარგი თამაშისა, ჰოლანდიური გრანდი არ გეგმავს ქართველი ფორვარდის დაბრუნებას და როგორც იქაურ პრესაში დაიწერა, “აიაქსმა” მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა.
პირველი საუბარი ფრანგულ კლუბთან იქნება, რომ „მეცმა“ ფეხბურთელი უკან გამოისყიდოს. შესაძლოა ეს ლიგა 1-ის აუტსადერს აწყობდეს კიდეც, რომ შემდეგ უფრო მაღალ ფასში გაასხვისოს თავისი ლიდერი.
გავიხსენოთ, რომ მიქაუტაძე “აიაქსში” გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროდ გადავიდა. ყველა ტურნირზე მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა წარუმატებელი გამოსვლა ფეხბურთელმა ახლახან ინტერვიუში ახსნა.
კინაღამ ჭკუიდან გადავედი: მიქაუტაძემ ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და საფრანგეთში ღიმილი დაიბრუნა
GIPHY App Key not set. Please check settings