in

აზაროვის პასით: პსჟ განადგურდა, იამალმა საბავშვო რეკორდი დადო – ლიგის ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მეორე ტური დასრულდა და საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. პირველ რიგში თვალშისაცემია პსჟ-ს განადგურება. ასევე გამოსარჩევია „შახტარის“ ქამბექი, რომელმაც „ანტვერპენს“ შემოუტრიალა და ამაში ირაკლი აზაროვის წვლილიცაა.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი თადარიგში დარჩა.
48-ე წუთზე საჯარიმოსთან ახლოს ბურთი აზაროვმა მიიღო, დაამუშავა, მარჯვნივ შეიწია, მეურვეს გაცდა და ძალიან ჭკვიანური მოკლე პასით თანაგუნდელი ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, ფაქტობრივად პირისპირ მეკარესთან. მართალია მის დარტყმულს გოლი არ მოჰყოლია, მაგრამ ეს შეტევა გოლით დასრულდა და დონეცკელებმა შანსი დაიბრუნეს.

E ჯგუფი

ატლეტიკო – ფეიენორდი 3:2
გოლები: 0:1 ერმოსო (7-საკ. კარში), 1:1 ალვარო მორატა (12), 1:2 ჰანცკო (34), 2:2 გრიზმანი (45), 3:2 ალვარო მორატა (47)

სელტიკი – ლაციო 1:2
გოლები: 1:0 ფურუჰასი (12), 1:1 ვესინო (29), 1:2 პედრო (90)

„ატლეტიკომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 11:5.

„ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა. ესპანელს 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

მორატამ ჩემპიონთა ლიგაზე 25-ე გოლი გაიტანა. მან გაუსწრო სესკ ფაბრეგასს და ტურნირის ესპანელ ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან – რაული (71) და ფერნანდო მორიენტესი (33).

პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ერთ მატჩში 4 იაპონელი ფეხბურთელი მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ეს მოხდა „სელტიკი“-„ლაციოს“ მატჩში. მასპინძელთა შორის სასტარტოში იყვნენ რეო ჰატატე, დაიზენ მაედა და კიოგო ფურუჰაში, ხოლო „ლაციოში“ – დაიჩი კამადა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ ტურში 3 ყველაზე გვიანი გოლიდან 2 „ლაციოს“ ფეხბურთელებმა გაიტანეს. პირველ ტურში მეკარე ივან პროვედელმა (94წთ 20წმ), ხოლო მეორე ტურში პედრომ (94წთ 57წმ).

F ჯგუფი

ნიუკასლი – პსჟ 4:1
გოლები: 1:0 ალმირონი (17), 2:0 ბერნი (39), 3:0 ლონგსტაფი (50), 3:1 ერნანდესი (56), 4:1 შერი (90)

დორტმუნდი – მილანი 0:0

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო.

პსჟ-ის ბურთის ფლობის მაჩვენებელი 73% იყო.

პსჟ-ს პირველ ტაიმში არცერთი ზუსტი დარტყმა არ შეუსრულებია.

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაუშვა 4 გოლი 2017 წლის შემდეგ.

ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პსჟ-მა 9 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო.
„ნიუკასლმა“ 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი.

„ნიუკასლს“ 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს ბურთების შეფარდებით – 15:1.

„ნიუკასლისთვის“ პსჟ-სთან მოგებული 4:1 არის ყველაზე დიდი სხვაობა, რითაც კი ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაუმარჯვია.

მიგელ ალმირონმა ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლის“ პირველი გოლი გაიტანა 2003 წლის მარტის შემდეგ. მაშინ ეს ალან შირერმა მოახერხა „ინტერთან“ მატჩში.

„მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩია არ მოუგია. აპრილიდან მოყოლებული სამჯერ ითამაშა ფრედ და ორჯერ წააგო.

„მილანმა“ ვერ გაიტანა გოლი ზედიზედ 4 საჩემპიონთალიგო მატჩში, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ამასთან, “მილანს” აქამდე არასოდეს უთამაშია ფრედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩში.

G ჯგუფი

ლაიპციგი – სიტი 1:3
გოლები: 0:1 ფოდენი (25), 1:1 ოპენდა (48), 1:2 ალვარესი (84), 1:3 დოკუ (90)

ცრვენა ზვეზდა – იანგ ბოიზი 2:2
გოლები: 1:0 ნ’დიაიე (35), 1:1 უგრინიჩი (48), 1:2 იტენი (61-პენ), 2:2 ბუკარი (88)

„სიტის“ წაუგებელმა სერიამ ჩემპიონთა ლიგაზე 14 მატჩს მიაღწია. ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2022 წლის მაისში „რეალთან“ დამარცხდა.

ერლინგ ჰოლანდი ჯერჯერობით უგოლოდაა მიმდინარე ლიგაზე. ორ ტურში მას 6 ზუსტი დარტყმა ჰქონდა.

ხულიან ალვარესმა ამ სეზონში მესამე გამარჯვების გოლი გაიტანა.

H ჯგუფი

ანტვერპენი – შახტარი 2:3
გოლები: 1:0 მუია (3), 2:0 ბალიკვიშა (33), 2:1 სიკანი (48), 2:2 რაკიცკი (71), 2:3 სიკანი (76)

პორტო – ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ფერან ტორესი (45)

„ბარსელონას“ ამ სეზონში არ წაუგია: 10 ოფიციალურ მატჩში 8 მოგება და 2 ფრე.

16 წლისა და 83 დღის ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მან გააუმჯობესა სელესტინ ბაბაიაროს (16 წლის, 86 დღის) რეკორდი, რომელიც 1994 წელს „ანდერლეხტში“ თამაშისას დაამყარა.

ჩავიმ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მე-100 მატჩი ჩაატარა. ის კატალონური კლუბის ისტრორიაში მე-11 მწვრთნელია, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. ჩავის 64 მოგება, 17 ფრე და 19 წაგება აქვს.

ფერან ტორესმა ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა. იმდენი, რამდენიც წინა 32 შეხვედრაში.

„შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 14-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა თურქეთში ბრუნდება: არველაძეს სამსუნი ეძახის

ჩაკვე ძირითადში იყო, პირველად… უოტფორდმა წააგო