ვენის 500-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევს ეთამაშება.
პირველი შესვენების დროს ჩოგბურთელის გამამხნევებელ ეკრანზე ნიკოლოზის მხარეს ქართული ასოებით რუსული წინადადება გამოჩნდა – “დავაი ნიკოლოზ”.
მაგალითად, შარშან ვენაში ეწერა “მიდი ნიკოლოზ”, ახლა კი ტურნირის ორგანიზატორებმა ასეთი შეცდომა დაუშვეს. ნომერ პირველ რუს ჩოგბურთელთან თამაშისას მსგავსი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა მომხდარიყო.
ნიკამ ეს ეკრანი პირსაწმენდით დაფარა, რადგან ლოგიკურია, გამაღიზიანებელია.
GIPHY App Key not set. Please check settings