in

ესპანური ფიასკო და ბაიერნის რეკორდები – ლიგის ფაქტები

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 ტური მიილია. ბევრი რამ გაირკვა. ჯგუფიდან გამსვლელები და ჩარჩენილები. ეს უკანასკნელი არანაკლები გუნდები არიან. ცუდი წელი გამოუვიდათ ესპანურ გუნდებს.

ნაპოლი – რეინჯერსი 3:0
აიაქსი – ლივერპული 0:3

ბრიუგე – პორტო 0:4
ატლეტიკო – ბაიერი 2:2

ინტერი – პლზენი 4:0
ბარსელონა – ბაიერნი 0:3

აინტრახტი – მარსელი 2:1
ტოტენჰემი – სპორტინგი 1:1

„ბარსელონა“ ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპა ლიგის პლეი-ოფში ჩავის ხელში.

„ბარსელონა“ 7 მატჩია ბუნდესლიგის კლუბებს ვერ უგებს – 6 წაგება და ფრე 2019 წლის შემდეგ.

ლევანდოვსკი არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად 11 წლის განმავლობაში. ევროპა ლიგაზე 0210-ის მერე არ უთამაშია.

„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩიდან 5-ში გოლი ვერ გაიტანა ჩავის ხელში.

ლევანდოვსკიმ „ბაიერნს“ ერთიც ვერ გაუტანა ორ მატჩში. მას 5 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში.

„ბარსელონამ“ ჩავის თავკაცობით ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო – ჩეხურ „ვიკტორიასთან“.

ნაგელსმანი პირველი მწვრთნელია., რომელმაც „ბარსელონა“ 4-ჯერ დაამარცხა ჩემპიონთა ლიგაზე.

„ბაიერნმა“ „ბარსელონა“ ზედიზედ 6-ჯერ დაამარცხა საერთო ანგარიშით 22:4.

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ 12 მატჩი მოიგო – ეს ტურნირის რეკორდია. მომდევნო თამაში „ინტერთანაა“.

ჩავი: „ბარსელონა“ უკეთესი იყო მიუნხენში და უნდა მოეგო. დღეს კი „ბაიერნი“ ჯობდა“.

ნაგელსმანი: „ბაიერნმა“ სერიოზული განაცხადი გააკეთა. ასეთ სტილში გამარჯვება ძალებს გვმატებს“.

ლა ლიგის მხოლოდ ერთი კლუბი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად 19 წლის წინ მსგავსი ფორმატის შემოღების შემდეგ.

„რეალი“ – ერთადერთი ესპანური გუნდია წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

„ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პირველად ვერ გავიდა 2017/18 წლების შემდეგ. მაშინ ევროპა ლიგა მოიგო.

კონტე 96-ე წუთზე გაუქმებულ გოლზე: „VAR უზარმაზარ ზიანს აყენებს. ვერ ვიგებ ამ ოფსაიდის ხაზებს“.

„ნაპოლიმ“ 12 მატჩი მოიგო ზედიზედ და საკლუბო რეკორდი დაამყარა. მარადონას დროს 1986 წელს მიჯრით 11 გამარჯვება იყო.

სალაჰი პირველ ადგილს იყოს მბაესთანმ ერთად ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში – 6 გოლი.

მესი, სიმეონე, ტარემი და რაფა სილბა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის პრეტენდენტები არიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავსტრიელებმა გვარიანად მიჰქარეს: “დავაი ნიკოლოზ”?!

ვიდეო: საოცარი დასასრული ვანდა მეტროპოლიტანოზე და კარასკოს გაცუდებული პენალტი