in ,

ჰამბურგში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა: ისე მოძრაობს, ვიცი დაგვეხმარება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გერმანულ “ჰამბურგს” გუშინ შეუერთდა, ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრაც ჩაატარა.

“ჰამბურგი” ამხანაგურ შეხვედრაში “მიდტიულანდს” დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა. ჩაკვეტაძე მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.

22 წლის ქართველ ნახევარმცველს რაიმე განსაკუთრებული არ შეუქმნია, მაგრამ რომ ითამაშა ესეც კარგია. ჩაკვე “ჰამბურგში” 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა ტომ ვალტერმა მატჩის შემდეგ, ჩაკვეტაძის დებიუტი შეაფასა:

“ცხადია, მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე თამაშობს და ისე მოძრაობს, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან კრეატიულია, გოლების გატანაც ეხერხება და ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება.”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაჭარავა კარიერას ეგზოტიკურ ქვეყანაში გააგრძელებს

ვიდეო: შერმადინი ისევ MVP-ია და გუნდი სამეფო თასზე გაიყვანა