in

ჯერჯერობით უქართველებოდ: FIBA-მ ევრობასკეტის მთავარი ვარსკვლავები ჩამოწერა

დღეს ევრობასკეტი იწყება: A ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს და ჩვენი ნაკრების გარდა, კიდევ ბევრ კარგ გუნდს ვნახავთ, თუმცა როგორც ირკვევა ამ ევრობასკეტის მთავარი ვარსკვლავები სხვა ჯგუფებშია არიან განაწილებული.

ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს თავად FIBA, რომელმაც წლევანდელი ევროპირველობის 15 მთავარი ვარსკვლავი ჩამოწერა. მათგან თბილისში მხოლოდ ერთია.
ისე კი ამ 15 მოთამაშედან 14 NBA-ის კლუბებს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მთავარ ვარსკვლავებს შორის ქართველი არ არის, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დღეც მალე დადგება. რატომაც არა, თუ გოგა ბითაძემ ან სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში კარიერა საგრძნობლად გაიუმჯობესეს, ნამდვილად არ არის წარმოუდგენელი მომავალში ისინიც დასახელდნენ ევრობასკეტის მთავარ ვარსკვლავებში.

ახლა კი აი ესენი გამოყვეს:

იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი)
ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია)
ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)
გორან დრაგიჩი (სლოვენია)
სომინე ფონტეკიო (იტალია)
ევან ფურნიე (საფრანგეთი)
რუდი გობერი (საფრანგეთი)
ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი)
ლაური მარკანენი (ფინეთი)
ვასილიე მიციჩი (სერბეთი)
იუსუფ ნურკიჩი (ბოსნია)
ჩედი ოსმანი (თურქეთი)
დომანტას საბონისი (ლიეტუვა)
დენის შრიოდერი (გერმანია)
იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლო მომენტში ხარისხი გვაკლია: რა თქვა სპალეტიმ ნამატჩევს

დღეს საქართველო ევროპაა, ევროპა დღეს საქართველოშია – ბელგიის მოგებით დაწყება უნდა გავიმეოროთ