ბრიტანული გამოცემა sports lens საიტერესო სტატიას აქვეყნებს. მასალა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს ეხება და ჩვენთვის ამაში ყურადსაღები ხვიჩა კვარაცხელია და მისი პოზიციაა – ქართველი ფეხურთელი მესამე ადგილზე დააყენეს.
„2023 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის, „ოქროს ბურთისთვის“, ბრძოლაში რამდენიმე მოულოდნელი გვარი გამოჩნდა. ბუქმეკერების პრეტენდენტთა შორის სამართლიანად მოხვდნენ „ნაპოლისა“ და „მანჩესტერის“ შემტევები – ხვიჩა კვარაცხელია და მარკუს რაშფორდი.
კვარაცხელიას იტალიაში შთამბეჭდავი სეზონი აქვს და „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში ეხმარება, რომელსაც გუნდი 1990 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა და სერია A-ში დიდი უპირატესობით დაწინაურდა. ხვიჩა თავაწეული მოედანზე ცეკვავს და ფეხის წვერებზე მორბენალი ასწრებს მცველებს, იგი ჯორჯ ბესტს გვაგონებს“, – წერია სტატიაში.
ყველაზე დიდი შანსი კიდევ ერთხელ მოიგოს „ოქროს ბურთი“ ლეო მესის აქვს, რომელსაც ზურგს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება უმაგრებს. ხვიჩას უსწრებს კილიან მბაპეც, ხოლო დანარჩენ სუპერვარსკვლავებს უკვე ჩვენიანი ჯობნის.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ლიონელ მესი – 1/5, კილიან მბაპე – 6/1, ხვიჩა კვარაცხელია – 11/1, ერლინგ ჰოლანდი – 17/1, ქარიმ ბენზემა – 18/1, მარკუს რაშფორდი – 28/1, ვინისიუსი – 33/1.
GIPHY App Key not set. Please check settings