in

დღეს საქართველო იწყება: სპეციალური ბურთით

დღეს, საქართველოს 35-ე საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. პირველი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი „თელავს“ უმასპინძლებს.

I ტური

შაბათი, 25 თებერვალი

სამტრედია – თელავი
დილა – დინამო თბ

კვირა, 26 თებერვალი

გაგრა – სამგურალი
საბურთალო – ტორპედო
დინამო ბთ – შუქურა

2017 წლის სეზონისთვის შეიქმნა 10-გუნდიანი ჩემპიონატი, რომელსაც ეროვნული ლიგა ეწოდა. პირველობა ოთხ წრედ იმართება. ჩემპიონატი იწყება თებერვალში და მთავრდება დეკემბერში.

ეროვნული ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ისევე როგორც საქართველოს თასის მფლობელი – კონფერენს ლიგაზე.

ახალი სეზონიდან გუნდები საგანგებოდ დამზადებული ბურთით ითამაშებენ.

„განახლებულ სეზონს ახალი და სპეციალურად ეროვნული ლიგისთვის შექმნილი ბურთით ვხვდებით! წარმოგიდგენთ „მაკრონთან“ კოლაბორაციის შედეგად შექმნილ სათამაშო ბურთს“, – წერია ეროვნული ლიგის გავრცელებულ ცნობაში.

აღვნიშნოთ ისიც, რომ თბილისის :დინამო” ზაფხულამდე საშინაო მატჩებს გორში ჩაატარებს. “დინამო არენა” ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება.

უმაყურებლოთ ითამაშებს ბათუმის “დინამო”. მაყურებელი თამაშს გასულ წელს დაკისრებული სანქციის გამო ვერ დაესწრება, რომელიც ერთმატჩიან სასჯელს ითვალისწინებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიამ ვირტუსს ყოფილთან მოაგებინა და ჩარტერით თბილისში გამოემგზავრა

ხვიჩა ოქროს ბურთის მესამე პრეტენდენტია: ვინ უსწრებს და ვის უსწრებს კვარა