ხვიჩა კვარაცხელია “SSC Napoli-ს “ნაპოლის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელე. საუარი ბუნებრივია თებერვალზეა, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა და გუნდს წარმატებაში ლამაზი გოლებიტ და კარგი თამაშით დაეხმარა.
კვარაცხელია თებერვლის MVP-ად “ნაპოლის” გულშემატკივრებმა აირჩიეს. კლუბის ოფიციალურ აპლიკაციაზე კენჭისყრით, ფანებმა ქართველი თავდამსხმელი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დააჯილდოვეს.
ხვიჩა თებერვალში ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურში. შეგახსენებთ, ჩვენიანმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი “სასუოლოსთან” შეხვედრაში (6:1), სადაც ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ამისთვის whoscore-სგან იშვიათი 10 ქულა დაიმსახურა. მერე კი “იუვენტუსსაც” გაუტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/03/429779093_3764990543781017_4656890684809601612_n-819x1024.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings