in ,

ხვიჩა მწყობრშია: კვარაცხელიამ ჟირონასაც გაუტანა – ფოტო

ხვიჩამ ისევ ითამაშა. რატომ ისევ? მატჩამდე იტალიური პრესა წერდა (ჩვენც დავწერეთ), რომ კვარაცხელიას, წინა საკონტროლო შეხვედრაში „მალიორკასთან“ უამრავი შეჯახებების გამო, აღარ უვარჯიშია, ბარძაყი გადახვეული ჰქონდა და შესაძლო იყო „ჟირონასთან“ თამაში გამოეტოვებინა.
ასე არ მოხდა: ხვიჩა მწყობრშია და ეს ერთხელაც დაამტკიცა. “ნაპოლიმ” კი 3:1 მოუგო ესპანურ გუნდს.

კვარაცხელიას თამაში ძირითადში არ დაუწყია, თუმცა მალევე ჩაერთო შეხვედრაში: 24-ე წუთზე პოლიტანო შეცვალა.

პირველი ტაიმი „ნაპოლიმ“ 1:0 მოიგო, ავტოგოლით დაწინაურდა.

51-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოსთან მცველს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

56-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მატჩის დასკვნითი ნაწილი კი „ნაპოლიმ“ უკეთ ჩაატარა და მოიგო კიდეც. 77-ე წუთზე იტალიელები ანდრეა პეტანიამ დააწინაურა, მე-80 წუთზე კი ხვიჩამ პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა ზუსტად.
90-ე წუთზე მეტოქის მცველმა ჩვენიანს სახეში ხელი ჩაარტყა და სპალეტიმ ქართველი მოედნიდან გაიყვანა.

ეს იყო კვარაცხელიასთვის მე-5 მატჩი „ნაპოლის“ რიგებში: საქართველოს ნაკრების ლიდერმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Marca: სილესენი მშობლიურ ნაიმეგენს შეუთანხმდა

ტორპედომ სამი წარადგინა: ორი ძველი და ერთი უცხოელი