in ,

ხვიჩა კვარაცხელია: საბერძნეთთან მოგება შეგვეძლო, მაგრამ ცოტა გადაღლილობაც დაგვეტყო

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი სალონიკში “ტუმბაზე” საბერძნეთს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. კვარას პირველ ტაიმში საოცარი სოლორეიდი ჰქონდა და ეფექტურ გოლს იტანდა, მაგრამ ბოლო ეპიზოდში ცაველასი ჩაუწვა ბურთს. ხვიჩამ მეორე ნახევარში მაინც შეძლო გატანა და საქართველოს პირველი ქულა მოუტანა.

კვარაცხელია ისევ საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები საბერძნეთთან

ბერძნებთან მატჩის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“ყოველ მესამე დღეს თამაშის ჩატარება ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, თითოეულ შეხვედრაში მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ, გუნდა ცოტა გადაღლილობაც ეტყობოდა.

მომდევნო თამაშებში ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან”, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა გასული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ასევე მას მიმდინარე მუნდიალის შესარჩევში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს განხორციელებული.

კვარაშოუ მუნდიალის შესარჩევში: ხვიჩას ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 7 ქულა და წაგება მაიამისთან

ეს უკვე ნამეტანია… სიტი ჰაალანდს დაუჯერებელ ხელფასს აძლევს