in ,

ხვიჩა კვარაცხელია: მსურს გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო – ბაზაზე ვცხოვრობ, რადგან მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო

ხვიჩა კვარაცხელია – ეს სახელი და გვარი საქართველოში ყველამ იცის, ან ერთხელ მაინც გაუგია. ქართული ფეხბურთის ქომაგები გამარჯვებებით განებივრებული არ ვართ და დიდი ხანია მომავლის იმედით ვცხოვრობთ. ახლა კი, ჩვენი იმედი 20 წლის ბიჭს უკავშირდება. მცირე ასაკის მიუხედავად, ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერად უკვე იქცა და “ჯვაროსნების” თამაში დიდწილად მასზეა დამოკიდებული.

ფეხბურთზე, ნაკრებსა და მომავალზე სასაუბროდ ხვიჩა კვარაცხელიამ ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია “იმედს” მისცა.

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი?

ჩემთვის ფეხბურთი არის ცხოვრება და მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. არ შემიძლია იმის გააზრება ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი რომ არ ყოფილიყო, ახლა სად ვიქნებოდი.

რა განცდა იყო თქვენთვის, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით ქვეყნისთვის თამაში მოგიწიათ და რას ნიშნავს ნაკრები თქვენთვის?

როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური პირველად მოვირგე, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ეს ჩემთვის დღესასწაული იყო. ჩემი მთავარი ოცნება სწორედ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება. მსურს ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად დიდი საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშო.

რას ეტყვით ქართველ გულშემატკივრებს?

“დინამო არენაზე” თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. საოცრად ამაყი ვიყავი, როდესაც მთელი სტადიონი ჩემს სახელს სკანდირებდა. ქართველი ქომაგისგან დიდ მხარდაჭერას, თანადგომას ვგრძნობ და არ მინდა მათ იმედები გავუცრუო.

რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობთ?

პატარობიდანვე “რეალს” ვგულშემატკივრობ და ჩემი საოცნებო კლუბი სწორედ მადრიდის “რეალია”. რა თქმა უნდა, როდესაც “რუბინში” მოვხვდი, აქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი და მსურდა ეს კლუბი კარიერაში ტრამპლინი ყოფილიყო. არის შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან და მალე ყველაფერი გადაწყდება.

ყაზანში ბინაც გაქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გუნდის ბაზაზე ცხოვრობთ…

ბაზაზე უკეთესად ვგრძნობ თავს. ვარჯიში როცა მთავრდება, მოედანზე ჩავდივარ და ბურთით ჩემთვის ვარჯიშობ. მსურს მხოლოდ ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული.

ხვიჩას შესახებ ისაუბრა ხვიჩას მამამაც, წარსულში ასევე ფეხბურთელმა ბადრი კვარაცხელიამ:

“პატაროიბადანვე ბურთი იყო მისთვის მთავარი. სოფლიდან თბილისში რომ ჩამოვიდოდით, მეზობლები იტყოდნენ ჩამოვიდა ხვიჩა, თავისი ბურთით აგვაწრიალებსო. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, როდესაც “დინამოზე” ჩემი შვილი თამაშობს და მას მთელი სტადიონი ტაშს უკრავს”, – თქვა ბადრი კვარაცხელიამ.

მოგეხსენებათ, ხვიჩას გადაბირებით არაერთი სახელოვანი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით დაწინაურებელი იტალიური “მილანია”.

კვარაცხელია კალაძის გზაზე: ხვიჩას სანაცვლოდ რუბინი 19 მილიონს ითხოვს

ხვიჩას აგენტი მილანთან და იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად მიდის: კვარაცხელიას კალაძე ეხმარება

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ყველაზე გამტანი გუნდები

ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა, ჯერი ერთეულთა თანრიგზეა