“ნაპოლიმ” მოიგო და ცა ლურჯია…
მორიგი ზღაპრული შოუ სპალეტის ბიჭებისგან და “ნაპოლი” პირველი 1/8 ფინალისტი გახდა!
გუშინ, ნეაპოლელთა მეტოქე გაბრაზებული “აიაქსი” იყო, მაგრამ მატჩის შემდეგ კიდევ უფრო გაბრაზდებოდნენ…
4:2! ასე მოიგო “ნაპოლიმ” და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა!
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
გოლს პლუს ასისტი – ეს ხომ კვარას დაწესებული თამასაა, რომელსაც სიამოვნებით ვადევნებთ თვალს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Fe5EV2jXECoAt36-821x1024.jpg)
გოლი თან პენალტიდან, მაგრამ აქ ცალკე კომპლიმენტების წყება ვიკტორ ოსიმენს. ფორვარდი, რომელიც ტრავმიდან დაბრუნდა და “ნაპოლის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი არ ჰქონია ასე უბრალოდ ადგა და ბურთი კვარას გადაულოცა – მიდი, ეს შენი დროაო…
ოსიმენმა მაინც გაიტანა და საფეხბურთო კანონიკამ აქ ნიგერიელს მადლიერება გამოუხატა!
კვარა კი მატჩის საუკეთესოა…
GIPHY App Key not set. Please check settings