in

ხვიჩა დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებშია, მესისთან ერთად: ევროპაში მის ადგილზე მბაპეა

The Athletic-ის ონლაინ-მედიამ ევროპისა და დანარჩენი სამყაროს სიმბოლური ნაკრებები შეადგინა.
ერთი პირობა – ნაკრებში ნებადართული იყო ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენლის შეყვანა.

მაგარია, რომ ხვიჩაც გამოარჩიეს. კვარაცხელია დანარჩენი სამყაროს ნაკრებში მოხვდა. ავტორებმა ეს იმით ახსნეს, რომ საქართველო ტრანსკონტინენტური ქვეყანაა, ხოლო ევროპის ნაკრებში ხვიჩას მარცხენა ფლანგზე კილიან მბაპე დააყენეს.

ევროპის ნაკრები

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პსჟ).

მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია, „ბაიერნი“), ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, „ლივერპული“), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, „ლაიპციგი“), ალეკსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, „არსენალი“).

ნახევარმცველები: როდრი ესპანეთი, „სიტი“), ჯამალ მუსიალა (გერმანია, „ბაიერნი“), კევინ დე ბრუინი (ბელგია, „სიტი“).

ფორვარდები: ბუკაიაო საკა (ინგლისი, „არსენალი“), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, „სიტი“), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ).

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები

მეკარე: ამდრე ონანა (კამერუნი, „ინტერი“).

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ), ედმონდ ტაპსობა (ბურკინა-ფასო, „ბაიერი“), კიმ მინ ჯე (სამხრეთ კორეა, „ნაპოლი“), ალფონსო დევისი (კანადა, „ბაიერნი“).

ნახევარმცველები: კაზემირო (ბრაზილია, „მანჩესტერი“), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, „რეალი“), მოისეს კაისედო (ეკვადორი, „ბრაიტონი“).

ფორვარდები: ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“), ლეო მესი (არგენტინა, პსჟ), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, „ნაპოლი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ისტორიაში მესამე კაცი გახდა: 100-ზე მეტი გოლი ნაკრებში

ვიდეო: შერმადინის 21 ქულა და ისევ MVP