in ,

ხვიჩას აგენტი მილანთან და იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად მიდის: კვარაცხელიას კალაძე ეხმარება

ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ცხოველი ინტერესია. რა ვარიანტებია არ განიხილება მის მომავალზე, ბოლოს გერმანელებმა „ბაიერნის“ ინტერესზე დაწერეს. ახლა კი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა რუსულ მედიაში.

ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა: ამას უკვე გერმანელებიც წერენ

„მატჩ ტვ“-ის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა „რუბინის“ ქართველი ნახევარმცველის მიმართ იტალიური გუნდების ინტერესზე ისაუბრა.

„ხვიჩას ორი გოლი ნაკრებში – ესპანეთთან და საბერძნეთთან – მინიმუმ პლუს 5 მილიონი ევროა მის სატრანსფერო ღირებულებაზე. ორი გოლი 2021 წელს ხვიჩამ „რუბინშიც“ გაიტანა, მაგრამ ეს ევროპაში თვალში დიდად არ მოხვედრიათ.

ევროპული გუნდები უკვე იწყებენ ხვიჩასთან და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს. რამდენადაც ვიცი, მისი აგენტი მამუკა ჯუღელი ამ დღეებში იტალიაში მიფრინავს, სადაც „მილანისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შეხვდება. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ. ასევე კონკრეტული ინტერესი აქვს ქართველის მიმართ „ნაპოლის“.

ხვიჩას გოლი ესპანელთა კარში

როგორც ამბობენ, ხვიჩას პრომოს იტალიაში კახა კალაძე ეწევა. „მილანის“ ლეგენდას აქტიურად ეკითხებიან ხვიჩას პოტენციალზე და ისიც საუკეთესო რეკომენდაციებს უწევს. კალაძემ კვარაცხელიას შესახებ არა მარტო აგენტებთან, არამედ „მილანის“ სპორტულ დირექტორთანაც ისაუბრა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ერთ დროს მისი მეწყვილე იყო დაცვაში – პაოლო მალდინი. მან კი თავისი წარმომადგენელი თბილისშიც გამოგზავნა საქართველო-ესპანეთის მატჩზე“, – დაწერა არუსტამიანმა.

პაოლო მალდინიმ კვარაცხელია მოინიშნა: ვიხილავთ ხვიჩას როსონერიში?

რუბინის დირექტორი: გუნდს ვაშენებთ და ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ვფიქრობთ

Sport.es: დღეს კვარაცხელიას სევილია დააკვირდება

ესპანური მედია: კვარაცხელია გრანდში აუცილებლად ითამაშებს, ოღონდ ჯერ შუალედური კლუბი სჭირდება

რუბინის დირექტორი: ხვიჩას გაყიდვა პრიორიტეტული არ არის, გვსურს აქ დიდხანს ითამაშოს

გადაიხადეთ 25 მილიონი და წაიყვანეთ: ყაზანში ხვიჩას ძვირად აფასებენ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალისონი ზაურია? ბრაზილიელს ფრედი მერკურის და სტალინს ადარებენ

ფოტო: ცნობილი ფეხბურთელების ცეცხლოვანი ქალიშვილები