in

ხვალ საქართველოს ვხვდებით… თურქებმა მოიგეს და ჩვენთან 2 გამარჯვებით მოდიან

თბილისის ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და უხვქულიანი გამოდგა. კალათბურთის მოყვარულები ორივე გუნდის თამაშით დიდ სიამოვნებას მიიღებდნენ.

პირველი ტაიმი ბულგარეთმა 52:50 მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ თურქებმა მოახერხეს წინ გასვლა, თუმცა ერთის მცირე გაქცევას, მეორეს გაქცევა მოყვებოდა და დიდი ჰანდიკაპის მოპოვებას ვერცერთი ვერ ახერხებდა.

მეოთხე პერიოდის შუან ნაწილში თურქები 11 ქულით გავიდნენ წინ და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, 101:87 და თურქებმა მიმდინარე ევრობასკეტზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს. თურქების რიგებში საუკეთესო ჩედი ოსმანი აღმოჩნდა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. 19 ქულა ჰქონდა ალფერენ სენგუნს. შეინ ლარკინის ანგარიშზე კი 13 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტია.

მატჩის დასრულების შემდეგ, თურქეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შეინ ლარკინი ჩავწერეთ.

“კარგი და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ბევრი ქულა გავუშვით. შესვენების შემდეგ კი, დაცვით ფაზაში კარგები ვიყავით. ხვალ საქართველოს ვხვდებით, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თან დარწმუნებული ვარ გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა ექნებათ”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დასანანი ფრე: მიქაუტაძემ და მეცმა ვერ გაიტანეს

ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი ვეჭიდავეთ: სიტუაცია რთულია – მთავარი ბრძოლები აწი იწყება