in ,

ხაშურის სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ხაშურში, ცენტრალური “ივერიის” სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, ტრიბუნაზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. ტრიბუნა ლურჯ ფერში იქნება. თეთრი ფერით, კი წარწერა “ივერია” იქნება გამოსახული.
ხაშურის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და სტადიონის შიდა განათება. ფილებით მოპირკეთდა სტადიონის გარშემო, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ელექტროტაბლო, გარე პერიმეტრზე განათებები, განხორციელდა ტრიბუნაზე შიდა კომუნიკაციებისა და ვენტილაციის სისტემების გამართვა.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს ხაშურის მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ყველაფერში კაცობს: კრიშტიანო და ჯორჯინა ტყუპებს ელოდებიან

მარადონას შვილები მარადონას მატჩის წინააღმდეგ: მამაჩვენით ფულის შოვნა უნდათო